დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, “რუსულად მონათლული ტყუილი” ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე “მაიდანი” ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ
„დროა, ყველა დავფიქრდეთ და საქართველოს მხარეს დავდგეთ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა უშუალოდ ჩვენი საქმეა და მისი მინდობა არავისზე არ შეიძლება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ საქართველოსთან ერთად მსოფლიოც დასაცავი ხდება ორმაგი სტანდარტისგან, ლამაზი დროშების ფრიალისგან, შავი ფულის გათეთრებისგან.
„ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა”, გლობალური ომის პარტიიდან, საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, „რუსულად მონათლული ტყუილი” ვერ გაასაღეს, თავისუფლების მოედანზე „მაიდანი” ვერ შექმნეს და ახლა პირდაპირ ღია მუქარაზე გადმოვიდნენ. ეს ყველაფერი სხვადასხვა მეგობარ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ: „მაიდანი“ და ომი უკრაინაში და პრემიერზე შეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთში. აქედან გამომდინარე, ბევრი ბოლოდროინდელი ფაქტი უკვე ეჭვს იწვევს.
დროა, ყველა დავფიქრდეთ და საქართველოს მხარეს დავდგეთ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა უშუალოდ ჩვენი საქმეა და მისი მინდობა არავისზე არ შეიძლება. როგორც ჩანს, მსოფლიოც დასაცავი გახდა და ამის ერთადერთი იარაღი სიმართლეა. ორმაგი სტანდარტი, ლამაზი დროშების ფრიალი, შავი ფულის ინტერესი, ურწმუნოება და უსამშობლობა კაცობრიობას ჩიხში შეიყვანს, საიდანაც შესაძლოა გამოსავალი ვეღარც მოიძებნოს.
განსაკუთრებით რთული მოცემულობაა ჩვენს თვალწინ: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომი, შენელებული კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, გადაუნაწილებელი უსაფრთხოების ზონები ზესახელმწიფოებს შორის, არჩევნები ევროკავშირში, საქართველოსა და ამერიკაში. ყველას თავისი უპირატესი ინტერესი აქვს და ჩვენ ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გაყვანის ვალდებულება გვაქვს, რასაც გონიერება და გაბედული გადაწყვეტილებები სჭირდება,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის...
მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს
დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ...
ალეკო ელისაშვილი: რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში – ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის
რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო...
გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს
სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს, – ამის შესახებ...
პრემიერი: გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე
გვქონდა საინტერესო დისკუსიას ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის...
პრემიერი: “ნაცმოძრაობას” სურს, საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში – საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება!
მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის...