დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომ თუ “გამჭვირვალობის კანონს” მივიღებთ, შესაძლოა, არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს

Read Time:38 Second

„მოღალატეობრივი მსჯელობა“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საკითხის იმდაგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, საფრთხე ემუქრება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი რამის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია.

ესეც რომ არა, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამდაგვარი მიდგომა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელია, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ოპონენტები, თითქოს დასავლეთის ღირებულებების დაცვით, რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამენ წყალს. დღეს იყო ნათელი მაგალითი ამის – თურმე, თუ „გამჭვირვალობის კანონს“ მივიღებთ, შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს, ანუ იგულისხმება რა – შესაძლოა დასავლეთმა აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალი.

რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი მსჯელობა, მსგავსი რამის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია და ამავე დროს არის თავად დასავლელი პარტნიორებისათვის შეურაცხყოფის მიყენება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Next post შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად უცხოელი აქტორების მზადყოფნისა, გაასაჯაროონ თავიანთი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები, ვხედავთ შეტევას კანონზე და მიზანს, დაფინანსების ნაწილი დარჩეს დაფარული