კვირა, დეკემბერი 22, 2024

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ

„როცა ჩქარობ, ე.ი. დრო ცოტა გაქვს. ეჩქარება ოპოზიციას და მათ პატრონებს, ე.ი. სწორედ მათ ეწურებათ დრო. ამიტომ ჩვენც ცოტა მოთმინებაღა გვინდა და ყველაფერი უკეთ იქნება“, – ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ.

„სამწუხაროა, მაგრამ ეს “ხალხი”, ქვეყნის შიგნიდან და გარედან, აქაურებიც და იქაურებიც, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და ცდილობენ დაამარცხონ საქართველო და აქ მცხოვრები ყველა მხარე. შუა დერეფნის გაკონტროლებისთვის მიდის ბრძოლა და ქართველების და ჩვენი ევროპელობის  დარდი არავის აქვს. როგორც უკრაინაში უკრაინელებს აბრძოლებენ “დიდი ინტერესებისთვის”, ასევე, სურთ საქართველო და ქართველები გამოიყენონ  სარგებლის მისაღებად.

დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ, ფსევდოევროპელები ბოლშევიკებს უფრო დაემსგავსნენ, ვიდრე ჭეშმარიტი ევროპული გზის დამცველებს.
საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა, მის სრულ, ფიზიკურ განადგურებამდე, ბოლშევიკურია და არაფერი აქვს საერთო ევროპულთან. არც უმცირესობის დომინანტად ქცევაა დასავლური სტანდარტი. ეს დიდხანს ვერ გასტანს და ამიტომ ჩქარობენ. ჩქარობენ იმიტომ, რომ დრო ეწურებათ.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები“ – სალომე ზურაბიშვილი

"არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რჩება ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგული. "მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო, მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, რომლის ვეტერანებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის გეგმა – ის კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

შეტევის სტრატეგია სალომე ზურაბიშვილისგან - საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ამ მიზნამდე მისასვლელ მოკლე გზას ირჩევს. ზეწოლა შიგნიდან და გარედან - ასეთია გეგმა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაჟღერდა. პრეზიდენტთან ერთად, ახალი არჩევნების ჩატარების სრულ საფუძველს ხედავენ ოპოზიციასა და მესამე სექტორში. ხელისუფლება კი რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს, ამბობენ, რომ ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. აქცენტი კეთდება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადაზე. "ვნახოთ სად გააგრძელებს ცხოვრებას ზურაბიშვილი, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ" - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. პრემიერის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ათონელზე ახალი არჩევნების ჩანიშვნის მიზნით მიიწვია, თუმცა მოგვიანებით ურჩიეს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა. მთავრობის მეთაურმა დღეს კონკრეტულად იმ კონსტიტუციურ ნორმებზეც ისაუბრა, რომლის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ან რიგგარეშე არჩევნები ინიშნება. ოპოზიციასთან და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონკრეტულად აღარაფერი თქვა, თუმცა საკითხი მთავარ მოთხოვნად დატოვა. თქვა, რომ ახალი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი წინასწარ არაფერს ამბობს, ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაა. რჩევა ისევ პრემიერისგან მიიღო. ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში ხშირად სტუმრობენ, მის ახალ სტრატეგიას მხარს უჭერენ. ზურაბიშვილის მსგავსად, ისინიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა. ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება - ასე პასუხობს ოპოზიციას მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ამის არც სამართლებრივი და არც სხვა საფუძველი არ არსებობს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთობლივი გეგმა ვერ განხორციელდება. სალომე ზურაბიშვილმა ხელახალი არჩევნების მოთხოვნის გეგმაზე ორბელიანების სასახლეში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი“ – მაია ბარათაშვილი

მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არ გა­ფი­ცუ­ლა და მომხრეა ქვეყანაში კონცერტები ჩატარდეს. „არ გავ­ფი­ცულ­ვარ, არც სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი გა­მი­უქ­მე­ბია იმი­ტომ, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს და ამის­თვის მე ბო­დიშს ვერ მო­ვიხ­დი. ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­სია ადა­მი­ა­ნე­ბის შე­კავ­ში­რე­ბაა, ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­სია არის ხი­დე­ბის გა­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის. მა­გა­ლი­თი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო – მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გა­რიჟ­რაჟ­ზე რო­დე­საც ჯაზი, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ფორ­მა ისა­ხე­ბო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ძა­ლი­ან მწვა­ვედ იდგა რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის თემა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ელა ფი­ცჯე­რალდს არ უშ­ვებ­დნენ კლუბ­ში და კი­დევ მრა­ვა­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ო­და. მა­შინ ჯაზი იყო მე­ინ­სტრი­მი და სრულ­დე­ბო­და ან­დერგრა­უნდში. იქ სა­ცეკ­ვა­ოდ თავს იყ­რი­და რო­გორც თეთრკა­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­რა, ასე­ვე აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი. იქ არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებ­და რა­სობ­რი­ვი სეგ­რე­გა­ცი­ის სა­კი­თხი, რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცია იქ სა­ერ­თოდ არ ხდე­ბო­და. ამი­ტომ მე ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას აქვს დიდი მი­სია, გა­ამ­თლი­ა­ნოს, და­ა­კავ­ში­როს თუნ­დაც გა­ტე­ხი­ლი გუ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ა­კავ­ში­როს. ამი­ტომ მე მომ­ხრე ვარ იმის, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დეს. ეს არის ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, მაგ­რამ ამის გარ­და მე ვი­ტყვი იმას, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის შე­რი­გე­ბის საქ­მე­ში,“ – ამ­ბობს მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო სოფლის სცენიდან მსვლელობის მონაწილეებს მიმართა – ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ, ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში მოწყობილ სცენაზე ავიდა და აქცია-მსვლელობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „მინდა, მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის, გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია. კახელებს და სხვებსაც დიდი მადლობა. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი დიდი მადლობა და შევხვდეთ ცხრა საათზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტთან დღევანდელ აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით მისი დანაბარები არასწორად დაიპოსტა

სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდაპირველად ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა პოსტი შეასწორა. „შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება. პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.  ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები