პარასკევი, აპრილი 18, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: მინისტრის საათი არის არაპირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ამომრჩეველთან, რომლებსაც განსაკუთრებით ის კითხვები აინტერესებთ, რაც ეხება მათ რაიონს, სოფელს და სხვა

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად ინტერპელაციის დღეების გაზრდასა და მინისტრის საათის გაუქმებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მხარს არ უჭერს.

მისი თქმით მინისტრის საათს ვერ ჩაანაცვლებს, თუნდაც გაზრდილი ინტერპელაციის დღეების რაოდენობა, რადგან ინტერპელაციით დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რაც მინისტრის საათის დროს დეპუტატებს გააჩნიათ ხოლმე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა კანონპროექტის მომხსენებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დიმიტრი ხუნდაძემ ჰკითხა.

„ვფიქრობ, რომ მინისტრის საათს, მის სარგებლიანობას ინფორმირებულობის, ჩართულობის, ზედამხედველობის თვალსაზრისით ვერ ჩაანაცვლებს, თუნდაც გაზრდილი ინტერპელაციის დღეების რაოდენობა, რადგან ინტერპელაციით დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რაც მინისტრის საათის დროს დეპუტატებს კითხვის სახით გააჩნიათ ხოლმე იმიტომ, რომ კი ყოველი სასესიო კვირის პარასკევს იქნება, მაგრამ კითხვათა რაოდენობა შეზღუდულია და თუ ჩვენ დავაკვირდებით პრაქტიკულადაც, ის რაოდენობაც, რაც დეპუტატებიდან მოდის კითხვის სახით მინისტრის მიმართ, რაოდენობრივად აბსოლუტურად შეუსაბამო იქნება, ანუ არ იქნება საკმარისი ვთქვათ, ინტერპელაციის სახით და თან ეს არ არის მინისტრისა და დეპუტატის კარგი კომუნიკაციის საშუალება, ეს არის არაპირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ამომრჩეველთან, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ სესიებს, სადაც მინისტრი წარდგება ანგარიშით და დეპუტატები სვამენ კითხვებს. განსაკუთრებით ის კითხვები აინტერესებთ მათ, რაც უშუალოდ მათ ეხება ან მათ რაიონს, სოფელს და სხვა. მე ვფიქრობ, რომ ამის გაუქმება არ იქნება სწორი.

მაინც მინდა შესაძლებლობა დავიტოვო და შემოგთავაზოთ პოლიტიკური ჯგუფის სახელით კენჭისყრამდე გავიაროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია,“ – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხო ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც ინტერპელაციის მსგავსი პროცედურა არსებობს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ფორმატში მინისტრს კითხვები წინასწარ ეგზავნება, შესაძლებელია ყველა სახის და რაოდენობის კითხვებზე პასუხების მიღება. მისივე თქმით, მინისტრის საათი მხოლოდ იმიტომ უქმდება, რომ ინტერპელაციის რაოდენობა იზრდება და ამ ფორმატში პარლამენტარებს ნებისმიერ მინისტრთან ნებისმიერი კითხვის უფრო ოპერატიულად დასმა შეეძლება, ვიდრე მინისტრის საათის შემთხვევაში.

მიუხედავად შალვა პაპუაშვილის განმარტებისა, დიმიტრი ხუნდაძე თავის პოზიციაზე დარჩა და ეს დააფიქსირა დაზუსტების სახით.

„ვფიქრობ, რომ ინტერპელაციის რაოდენობრივად შესაძლებლობების გაზრდა ვერ ჩაანაცვლებს მინისტრის საათს. თუ კითხვების წინასწარ გაგზავნაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი მხრიდან შესაძლოა კომპრომისი, მაგრამ თქვენს არგუმენტს, რომ ეს შესაძლებლობა არსებულს ჩაანაცვლებს, არ ვეთანხმები. ვერ ჩაანაცვლებს იმიტომ, რომ ინტერპელაციის დროს დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რა ინტერესიც დეპუტატებს გააჩნიათ. მახსოვს მინისტრის საათის დროს 50 კითხვაზე ნაკლები კითხვა დარბაზში არ დასმულა არასდროს და თუ ამას გადავანაწილებთ სასესიო კვირაში ინტერპელაციის შესაძლებლობის დღეების რაოდენობაზე, ვფიქრობ, რომ დიდი დისბალანსი იქნება კითხვათა რაოდენობას შორის. იმის თქმა, რომ კითხვის დასმა არ იზღუდება, არ არის სწორი. პირდაპირ არის ჩანაწერი: „თუ ინტერპელაციის წესით ჩაბარებულია ორზე მეტი კითხვა, ანუ ორ კითხვაზე გამოყოფილია კონკრეტული დრო და ორზე მეტი კითხვა გაგზავნილი დეპუტატის მხრიდან, მაშინ პარლამენტის ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ დროს ისე, რომ ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პროცედურის გავლისათვის გამოყოფილი დრო შეესაბამებოდეს ორი კითხვისათვის, ამავე მუხლით გათვალისწინებულ ჯამურ დროს. ანუ ორი კითხვისათვის განკუთვნილი დრო, თუ მეტი კითხვა იქნება, გადანაწილდება ისე, რომ ჯამში მაინც ორი კითხვის დრო დაიხარჯება, თუნდაც 3, 5 და 10 კითხვაზე. ამიტომ, ეს რა, თქმა უნდა, კითხვათა რაოდენობას ზღუდავს დროსთან მიმართებაში,“ – განაცხადა ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა

რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.„დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პოლიტიკაში და ევროპის პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო აშშ. ამერიკის შეერთებული შტატები სახავდა ყველა ვექტორს, რომელსაც ევროკავშირი, როგორც მთლიანი და მისი ბევრი წევრი მიჰყვებოდა, მათ შორის ომთან დაკავშირებითაც.ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს ვექტორი შეიცვალა, მათ შორის მოხდა გარკვეული დისტანცირება და დაბნეულია ევროკავშირის ბიუროკრატია, მათ შორის დაბალი კვალიფიკაციის გამო. მილიონიანი სივრცეა ევროკავშირი, ბევრი ქვეყნით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალით. ჩვენ თავს ნუ დავიმდაბლებთ, ნუ გვგონია, რომ ყველა ჩვენზე ჭკვიანია ყველგან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ამის ნათელი მაგალითი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს…“ – რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

იტალიაში სტიქიას ებრძვიან.იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„7 მეტრით მოიმატა მდინარემ, წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს... ვკითხულიბ სოციუმში ქართველი ემიგრანტის ნათია ჯაბაურის სტატუსს და....ბორგოსეზია! ბიელა! ეს საშიშ ზონაში მდებარე დასახლებებია, მწერს ნათია...300-მდე ქართველი ვართო... თვითონ უფრო შემაღლებულ ადგილზეა და მაღალი კერძო სახლი აქვთ... უფრო დაბლა მცხოვრებლები გაიყვანესო! ჩემს 300 ქართველს ვუსურვებ სიმშვიდეს და ვუგზავნი ყველაზე ლამაზ სიტყვას მიყვარხართ  ამ 300 ქართველში რამდენი ადამიანის დედა! და! შვილი!მეუღლე არის...არც მინდა წარმოვიდგინო იქ ვინმე ჩემიანი და ამ დროს არ არსებობს ჩემი და შენი... აქ ყველა ჩვენ ვართეს სტიქიაც დაწყნარდება და ლამაზ კვირა დღეს და აღდგომის დღესასწაულს მოგმადლებთ უფალი უცხოეთის ცის ქვეშ ჩემო ქართველო ემიგრანტებო“, - წერია ფიქრია კუჭუხიძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რითიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.პროკურორის განმარტებით, გვარამიამ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამია, რომელიც პროცესზე პოპკორნით მივიდა. პროკურორის თქმით, გვარამიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც.ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რადგან, მისი თქმით, კომისია არაკონსტიტუციურია. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის არანაირ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს.„ათიდან ათ შეთხვევაში დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გამორიცხული ამბავია. გირაო 30 000 ლარი 50 დღის განმავლობაში – გადავიხდი თუ არა, ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, რადგან ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ...

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.წამყვანმა მას ჰკითხა, ელის თუ არა ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და თუ ასე იქნება, რა რეაქცია ექნება ხალხს.„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან მიმართებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნეაპოლი გლოვობს-საბაგირო გზა ჩაწყდა – არის მსხვერპლი

ტრაგედია მოხდა მონტე ფაიტოს საბაგიროზე, რომელიც აკავშირებს კასტელამარე დი სტაბიას სადგურს (ნეაპოლი) მონტე ფაიტოს მწვერვალთან.ოთხი მგზავრი და მძღოლი სისტემის ზემო დინების სალონში იყო ჩარჩენილი, რომელიც ხევში ჩავარდა, გაუმართაობის გამო, დღეს, შუადღისას. დაღუპულთა რაოდენობა იყო ოთხი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობდა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.ქვემო დინებაზე მყოფ მეორე კაბინაში 16 ადამიანი გადაარჩინეს მას შემდეგ, როდესაც საბაგირო გზა გაწყდა და უსაფრთხოების სისტემამ ორივე კაბინა ჩაკეტა. თექვსმეტივე მგზავრი, ჰაერში იყო ჩამოკიდებული, საბედნიეროდ, მიწიდან მცირე მანძილით, რომლებიც თოკით  სათითაოდ ჩამოიყვანეს.საბაგირო გზა ხელახლა გაიხსნა ერთი კვირის წინ და 10 აპრილს განახლდა მარშრუტი, რომელიც გთავაზობთ თვალწარმტაცი ხედებს. - წერს იტალიური მედია

ბოლო სიახლეები