ორშაბათი, ოქტომბერი 6, 2025

დიმიტრი ცქიტიშვილი – ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან

პროვოკაციაზე წამოაგეს და ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი, – ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, ჯერჯერობით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან პარტნიორს არ გაუკეთებია პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან.

„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევთ, რომ ძალადობრივად იმოქმედონ და ვიღაცები დაიჭირონ. ეს ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ამ პროვოკაციაზე წამოაგეს, ეს პროვოკაცია აძლევთ მათ საშუალებას და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი. ამ პროვოკაციით შეიქმნა. ძალიან რთულია, ასე მარტივი არ არის. რამხელა ბრძოლა დაგვჭირდა, რომ საერთაშორისო აღიარება ყოფილიყო იმ პოლიტპატიმრების,  რომლებიც არიან. მართლა უზარმაზარი ბრძოლა იყო მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოპოზიციასა და ხელისუფლების რეჟიმის მომხრეებს შორის, უზარმაზარი ბრძოლა მოვიგეთ, რომ დაფიქსირებულიყო და დარქმეოდა ამას ყველას პოლიტპატიმარი. დღეს ძალიან რთული იქნება ამის გამეორება და ჯერჯერობით, რაც მე ვიცი, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან ჩვენს პარტნიორს ასეთი პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან, არ გაუკეთებია, ეს პრობლემურია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – საკუთარ სახეს აჩვენებენ მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები, მხარდაჭერას უცხადებდნენ აქციას, რომლის მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისინი დღეს დუმან

საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, ამას საზოგადოება ხედავს.„ისინი დღეს დუმან, მიუხედავად პასუხისმგებლობისა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი პირვანდელი პოზიციიდან გამომდინარე. ამას საზოგადოება ხედავს და აფასებს“, – განაცხადა კობახიძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ არ დათმობს კონტროლს ღაზაზე და არ შეასრულებს შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, მას „სრული განადგურება“ ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ღაზაზე ძალაუფლებისა და კონტროლის დათმობაზე და არ შეასრულებს ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, დაჯგუფებას „სრული განადგურება“ ემუქრება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „სიენენს“ განუცხადა.ამასთან, მან მედიას განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სრულად ეთანხმება ღაზაში იერიშების კამპანიის დასრულებას.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „მალე გაიგებს, სერიოზულად არის თუ არა „ჰამასი“ განწყობილი“ და ნამდვილად უერთგულებს თუ არა საკუთარ პირობას.ცნობისთვის, 3 ოქტომბერს „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. გავრცელებული ცნობით, „ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა ისრაელელი მძევალი, მათ შორის დააბრუნოს გარდაცვლილთა ცხედრები. რაც შეეხება ღაზის ტერიტორიას, „ჰამასი“ მოითხოვს, რომ კონტროლი გადაეცეს პალესტინის დამოუკიდებელ ტექნოკრატიულ ხელისუფლებას.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილი – მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ეს ხაფანგი მეც მეხებოდა, რამეთუ პირდაპირ ურტყამს ხალხის თვალში ჩემს ნამდვილ ლეგიტიმაციას

მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც  იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, „რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა“.„რაც მოხდა, იყო ის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური  სპეცოპერაციაა, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, დიდი ხნის წინათ მომზადებული, რომელიც ეფუძნება იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი, რაც ძალიან ბუნებრივია და ამაზე ითამაშეს, ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი პაატა ბურჭულაძეზე – ძალიან მიკვირს ეს ხელოვანი კაცი ვინ „დაავერბოვკა“, რა შეგნებით მოქმედებდა, სასწაული უნდა მოეხდინათ, ხელისუფლება დაემხოთ, რისი სჯეროდათ?! – დღეს...

ვინ მისცემს იმის საშუალებას აქ, ახალ გამოჩეკილ, არ ვიცი, ძალიან მიკვირს ეს ხელოვანი კაცი ვინ „დაავერბოვკა“, რა შეგნებით მოქმედებდა, სასწაული უნდა მოეხდინათ, ხელისუფლება დაემხოთ. რისი სჯეროდათ?! - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის მიხეილ სააკაშვილის „ვაჟკაცობა“, „თვითმფრინავის ხმაზე რა დაემართა, როგორ „გარბოდა და ფოფხავდა მიწაზე“.„ვინ მისცემს იმის საშუალებას აქ, ახალ გამოჩეკილ, არ ვიცი, ძალიან მიკვირს ეს ხელოვანი კაცი ვინ „დაავერბოვკა“, რა შეგნებით მოქმედებდა, ან გუშინ საზოგადოება რომ გამოჰყვა და მოლოდინის რეჟიმში იყო, სასწაული უნდა მოეხდინათ, ხელისუფლება დაემხოთ. რისი სჯეროდათ? როგორ სჯეროდათ? როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს ენდო, ბრძოლაში აჰყვე და სრულყოფილ მოქალაქეობაზე გქონდეს პრეტენზია. ეს ხომ სიგიჟეა. გუშინ ეს სიგიჟე იყო. რადგან გარედან მართულები არიან, უარს ვერ ამბობენ, როგორც „ვივამედში“ მყოფი არაჟნების კონტეინერით შემოვარდა და არ დამალა, მანამდე რომ გვეგონა და ვხუმრობდით ზღვით აპირებდა შემოსვლასო, მართლა აპირებდა შემოსვლას, გაშიფრულია ეს სქემა.ყველამ კარგად ვიცით, მიხეილ სააკაშვილის „ვაჟკაცობა“. თვითმფრინავის ხმაზე რა დაემართა, როგორ გარბოდა და ფოფხავდა მიწაზე. როცა დავალების ქვეშაა და აგენტადაა, გავალებენ, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულები არიან, უარს ვერ იძახიან“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, არავის მიეცემა საშუალება საქართველოში არეულობა მოხდეს და ძალადობრივად მოხდეს ხელისუფლების ცვლილება.„მშვიდობიანი დამხობა“ - ტერმინოლოგია და პროცესები სწორედ მათი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არის შემოტანილი, რათა მოხდეს საზოგადოების მოტყუება. როგორ მიდის საუბარი? ძირითადი აქცენტია: „საქართველო ისევ მიჰყავთ რუსეთის გუბერნიაში“.წარმოიდგინეთ, ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები, „ეროვნული მოძრაობიდან“ მოვდივართ, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც პირველად იგრძნო დამოუკიდებლობის აღდგენა. ის პროცესები, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს ეხება, სათუთია და მტკივნეული მოქალაქისთვის. ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი რომ წახვიდე, რა უნდა დაარქვა ამ ხელისუფლებას? უნდა ეზიზღებოდეს.გარდაცვლილი პოლიციელები, გმირები პირველი ეტაკებიან მტერს, ეს ადამიანები კი არქმევენ ომონს, რუსულ სპეცრაზმს, შეურაცხყოფას აყენებენ. ტექნოლოგიაა, ახალგაზრდა გოგოები, 16-18 წლის მომზადებული გოგოები გამოიყვანონ წყობიდან, ეს ძალადობა აღნიშნონ და ნახე, როგორი მოძალადეა, ომონი, რუსის ჯარია, შეაზიზღონ.თუ ზიზღი არ გაჩნდა, მაშინ ძალადობასაც ვერ განახორციელებს ის ახალგაზრდა. უნდა ეზიზღებოდეს ხელისუფლება. არავის მივცემთ საშუალებას, საქართველოში არეულობა მოხდეს, ძალადობრივად მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. არავის მიეცემა ამის საშუალება! დღეს უფრო მეტად იქნება სიმკაცრე, დაელოდონ, კიდევ იქნება ალბათ. ეს აუცილებელი მოთხოვნაა. მიუხედავად იმისა, რომ მიმტევებელი ადამიანები ვართ საქართველოში, თან ცოტა ვართ. რამდენი მოთხოვნა იყო, ყველა გამოსვლაში მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ დაფიქრდნენ, გონს მოეგონ. მოტყუებულები არიან, გუშინ კიდევ მოტყუვდნენ. სახელმწიფო ვერავის მისცემს საშუალებას, რომ მოხვიდე, დაანგრიო ყველაფერი და შემდეგ თქვა, მე არ ვიყავი, სხვა იყო და დამიმტკიცე, სინდისის პატიმრები გახადეს, ასეთივე ქმედებებიდან. როდესაც რეაგირება ხდება, დაირაზმებიან საზოგადოების წევრები და იწყება კამპანია: „აი, როგორ ექცევიან ადამიანებს“, „დაიჭირეს“, „ციხეში ჩაყარეს“. ეს ხომ კამპანიაა. ალბათ, ხვალიდან დაიწყება, როცა ძალას ვერ ახორციელებენ, ძალადობრივად, ტექნოლოგიური თვალსაზრისით იწყება ამ ადამიანების გმირებად გამოყვანა, ეროვნულ გმირებად, სინდისის პატიმრებად“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

გარდაიცვალა 21 წლის გოგო, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა

გარდაიცვალა 21 წლის გოგო, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა.მარიამ ლოქაბიძე აგარიდან იყო, თბილისში, ლოტკინის დასახელაბაში საცხოვრებელი სახლის აფეთქებისას, 24 სექტემბერს დაშავდა.მძიმე დამწვრობით ის ამ დრომდე კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.აფეთქების ფაქტზე შსს გამოძიებას აგრძელებს.

ბოლო სიახლეები