პარასკევი, ივნისი 27, 2025

დიმიტრი ცქიტიშვილი – არჩევნებზე ჩემი პოზიცია პარტიისგან ცოტა განსხვავებულია: ან ყველა შედის არჩევნებში, ან არავინ – რაც შეეხება უნდა ჩამოვიდეს თუ არა გახარია, ციხეში პოლიტიკოსები ნაკლებად პროდუქტიულები არიან

გიორგი გახარიას გადასაწყვეტია, – ასე უპასუხა “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” კითხვას, დაბრუნდება თუ არა გიორგი გახარია საქართველოში ან თუ გაითვალისწინებს არაერთი ადამიანის რჩევას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენასთან დაკავშირებით, რადგან მათი მოსაზრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში დიდი საფრთხის ქვეშ იქნება.

„ჯერ-ჯერობით, სურათი ბოლომდე მკაფიო არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ანალიზისთვის ძალიან ბევრი საფუძველი და ფაქტორი გვაქვს. პროცესებს დაველოდებით, პროცესების მიხედვით იქნება მსჯელობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორ გადაწყვეტს გიორგი გახარია”, – განაცხადა მან.

ცქიტიშვილის თქმით, გიორგი გახარიას საქმე სხვა დაკავებული პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავდება, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე არ ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.

“მოსალოდნელი იყო და აქამდეც მივედით, სამწუხაროდ, რომ დღეს პარტიული ლიდერები გაურკვეველი ვადით არიან დაპატიმრებულები, თუმცა, ცოტათი განსხვავებულია გიორგი გახარიას ქეისი იმიტომ, რომ აქ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა-არ მისვლაზე კი არ არის საქმე, აქ უკვე პროკურატურაში არის დაწყებული გამოძიება, რომელიც “დიპ სტეიტთან” ბრძოლის მუხლით არის აგებული და, რაც მთავარია, ედავებიან ქართული მიწის დაცვას”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, საიდან უფრო გამოადგება და დაეხმარება გიორგი გახარია საქართველოს – თბილისში დაბრუნებული, სადაც შესაძლოა დააპატიმრონ თუ დასავლეთში მყოფი, სადაც შეეძლება მისი კონტაქტების გამოყენება, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ „ციხეში მყოფი პოლიტიკოსები ნაკლებად პროდუქტიულები არიან“.

“ვისურვებდი, რომ დღეს ყველა პოლიტიკური პატიმარი იყოს გარეთ, იყოს თავისუფალი და ამ ბრძოლაში თავისუფალი ჰქონდეს თავისი შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ რეჟიმს ვებრძვით და ამ ბრძოლაში ჩვენი შესაძლებლობა მაქსიმალურად შეზღუდულია, მათ შორის, იმით, რომ პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ, ალბათ, მათ პატიმრობას მომავალში მანიპულაციებისთვის გამოიყენებენ, რადგან არ ექნებათ კომუნიკაციების ისეთი აქტიური შესაძლებლობები, როგორც თავისუფლებაზე. აქ გაცილებით უფრო იზრდება იმ ხალხის პასუხისმგებლობა, ვინც გარეთ ვართ და ვინც ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა, არც ჩვენ ვართ დაზღვეული”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მთლიანად ოპოზიციური სპექტრის ერთიანი პოზიცია, იქნება ეს არჩევნებში მონაწილეობა თუ ბოიკოტი, რადგან, სხვა შემთხვევაში, ამომრჩეველიც დაიბნევა და ზურგს აქცევს ოპოზიციას.

 

“ამ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური პოზიციაა იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა განსხვავებულია ჩემი პარტიის პოზიციისგან. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის ამ მოცემულობაში დარჩენა, როდესაც პარტიების ერთი ჯგუფი გავა ბოიკოტზე და მეორე ჯგუფი წავა არჩევნებზე. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის საფრთხე იმის, რომ ყველაზე მარტივად დაიმკვიდროს და გაიმყაროს ხელისუფლებამ თვითმმართველობის ბოლო ნაწილი. ეს არის ჩემი პოზიცია და არა პარტიის პოზიცია. პარტია ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა, მე მგონია, რომ ყველა პარტია, ყველა კოალიცია ან ერთ ან მეორე პოზიციაზე უნდა შეთანხმდეს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს იქნება პოლარიზებული ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ვერც ბოიკოტის შემთხვევაში შექმნის ვერაფერს და ვერც არჩევნებში ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწევს.

ან ყველა შედის არჩევნებში, ან არავინ შედის არჩევნებში. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ორი კოალიცია არჩევნებზე მიდის და ორი კოალიცია არ მიდის, გამოდის, რომ ერთი ატარებს კამპანიას, რომ არჩევნების გზით ვართმევთ ხელისუფლებას და მეორე ატარებს კამპანიას, რომ არ მოხვიდეთ არჩევნებზე. ასე ვერც არჩევნებით წავართმევთ ხელისუფლებას და ვერც ბოიკოტით დავაზარალებთ ხელისუფლებას.

ეს იმდენად ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებია, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოება კიდევ უფრო დაბნეული იქნება და კიდევ უფრო მეტად ზურგს შეაქცევს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. ორივეს აქვს ძალიან ლეგიტიმური გზა, ერთითაც შეიძლება ხელისუფლების შერყევა და მეორითაც, ოღონდ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ რომელიღაც ერთი ავირჩიოთ”, – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ ერთიან გადაწყვეტილებამდე მისვლა ვერ მოხერხდა, უშვებს თუ არა ის, რომ გახარიას პარტიამ, შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქროს, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ თუ კრიტიკული ვითარება დადგება, პარტია ამ ვითარებიდან გამომდინარე მიიღებს მონაწილეობას.

“მე არ მინდა წინასწარ ვთქვა, თუმცა, პარტია ჯერჯერობით ემზადება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პოზიციის გაჟღერება ჩემგან სწორი არ იქნება, მე ცოტა სხვა პოზიციაზე ვარ, მაგრამ, საბოლოო კრიტიკულ მომენტში როცა დადგება ვითარება, ალბათ, იმ ვითარების შესაბამისად მიიღებს პარტია გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი – თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ

თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ, – ამაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ისაუბრა.„არანაირი შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია მოლაპარაკებების განახლების შესახებ. არც რაიმე დაპირება არის გაცემული, არც რაიმეს განხილვა მომხდარა ამ საკითხზე“, – განაცხადა არაღჩიმ ირანულ მედიასთან საუბრისას.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელებთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება გააჩნიათ.„მათ მოლაპარაკებები პროცესის შუაში მიატოვეს. ეს გამოცდილება, ცხადია, გავლენას მოახდენს ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებზე. თუმცა ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ ირანელი ხალხის სიკეთის მიხედვით მიიღება, არა ემოციური, ზედაპირული ან მოკლევადიანი მოსაზრებების საფუძველზე“,- აღნიშნა აბას არაღჩიმ.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ინფორმაცია საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ.მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან.

პეტრა ბაირი – „ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე,...

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას, - ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.„ეკონომისტის დაზვერვის ერთეულის“ დემოკრატიის ინდექსის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი გაუარესებაა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. 200 დღეზე მეტია, ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა, როგორიცაა შემზღუდავი კანონმდებლობის ცვლილებები, სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერება და ზოგჯერ მკაცრი სასჯელები დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ცნობილი ფიგურების მიმართ. მხოლოდ მცირე ნიშნებია იმისა, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ, პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს“, - განაცხადა მან.პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მზია ამაღლობელის დაკავებაა, რომელიც პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო დააკავეს.„დღემდე ქვეყანაში დაპატიმრების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ქალბატონი მზია ამაღლობელის დაკავება, დამოუკიდებელი მედია საშუალებების დამფუძნებლისა და დირექტორის საქმე. იგი დააკავეს ბათუმში საპროტესტო სტიკერის გაკვრისა და სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო.„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას. ესენია ჯარიმების და თავისუფლების აღკვეთის სასჯელების გაზრდა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების, როგორიცაა ღალატი, შემოღებაც კი. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 180 ევროს ეკვივალენტიდან 1800 ევრომდე გაიზარდა, რაც უბრალოდ მიზნად ისახავს ადამიანების ყურადღების გადატანას მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან.ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ჩვენს საერთო ღირებულებებში არსებობს წითელი ხაზი და ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ნამდვილად დაუშვებელია.არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები აქტივისტებისა და დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად“, - განაცხადა მან.

იმერეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია ორი ადამიანი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია გვინდოდა, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა შესაძლებლობა.კითხვაზე, სთხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკას თანხმობა ხამენეის ლიკვიდაციისთვის, კაცმა უპასუხა, რომ ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდებათ.„ხამენეი ჩვენს მიზანში რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვკლავდით მას. ჩვენ გვინდოდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა”, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რომ ისრაელის გამარჯვება ირანის წინააღმდეგ შესაძლებლობებს ქმნის სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოებისთვის.მისივე თქმით, ისრაელი ამ საკითხზე ენერგიულად მუშაობს.„ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ამაზე ენერგიულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა „ჰამასის“ დასამარცხებლად და ასევე მძევლების დასაბრუნებლად.„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი დღე“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები