ხვალ ამ 500 კაცს რომ არ მოეწონოს ქალები შარვლით, ან მამაკაცები შორტით?! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს, მცხოვრებს საქართველოში კონსტიტუციით აქვს უსაფრთხოების გარანტია და ამ გარანტიას იძლევა სახელმწიფო. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ 500-მა კაცმა შეიძლება ეს გარანტია უკან ააღებინოს სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ დაიცვას თავისი მოქალაქეები, რაც ბუნებრივია ბადებს იდეას და ეჭვს, რომ ეს დეკლარირებული უსაფრთხოება, დეკლარირებული სტაბილურობა, რომელზეც ასე ძალიან უყვართ საუბარი რუსული ოცნების ლიდერებს, ეს ყველაფერი არის ფიქცია. ხვალ ამ 500-მა კაცმა, ან სხვა 500-მა კაცმა რომ გადაწყვიტოს, არ მოსწონს ქალბატონებს შარვალი რომ აცვიათ, ან მამაკაცებს შორტი, ასევე ეს ხალხი იქნება დაუცველი?“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.