სააკაშვილი თავისი ავტორიტეტით, წონით, გამოცდილებით შეძლებს, ბევრი ადამიანის გაერთიანებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელმაც დღეს სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, „ბორდს“.
„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს ამ პოლიტიკურ პროცესს. სააკაშვილი თავისი ავტორიტეტით, წონით, გამოცდილებით, შეძლებს ბევრი ადამიანის გაერთიანებას, რომელთათვის პოლიტიკურ პარტიული ცხოვრება არის უცხო, თუმცა მზად არიან იბრძოლონ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან მოსაშორებლად“,- განაცხადა შაშკინმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.