პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობითთ დამტკიცდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
„პირველ რიგში, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად ქმედითი და დროული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“.