ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

დიმიტრი სამხარაძის თქმით, ევროკომისია პირდაპირ და ღიად ითხოვს პატიოსნებისა და ოჯახის ღირსების გაცვლას გარყვნილებასა და ჰომოსექსუალების გაბატონებაზე. ასევე ქართული ისტორიისა და სულისკვეთების დავიწყებას.

„პირდაპირ და ღიად ითხოვენ:

პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!

ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ – „ტოლერანტული“ LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!

ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო!

მშვიდობა – ომით შეცვალეთო!

საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები – ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!

ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“ – წერს დიმიტრი სამხარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) მიერ ორგანიზებულ დახმარების განაწილების ცენტრში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.GHF-ის ცნობით, ხან იუნისის რაიონში, დახმარების განაწილების ობიექტზე "ქაოტურ და საშიშ ტალღაში“ 19 ადამიანი გათელეს, ხოლო ერთი დანით დაჭრეს. ფონდმა დასძინა, რომ მათი აზრით, არეულობები "ჰამასთან დაკავშირებულმა, შეიარაღებულმა პირებმა წამოიყეს“.ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა ბრალდება უარყო და GHF დანაშაულის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათ 21 ადამიანის ცხედარი მიიღეს, რომლებიც ცრემლსადენი გაზისა და დახმარების განაწილების ობიექტზე ჭყლეტის შედეგად ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ - წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა იკრძალება!-მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პარაზიტი, რომელიც ადამიანის კანში იბუდებს – რა ვიცით Dermatobia hominis-ის შესახებ

პარაზიტები ადამიანებსაც გვყავს და ერთ-ერთი მათგანი Dermatobia hominis არის. ესაა ბორასებრთა ოჯახის მწერი, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული.მისი ლარვების განვითარებისთვის ჩვენს კანში არსებული პირობები იდეალურია, იქ მათი მოხვედრისას კი მოწითალო ამობურცული არეალი წარმოიქმნება. თუ ამ ადგილს ხელით შეეხებით, ის ამოძრავდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენს სხეულში სულ სხვა ორგანიზმები იზრდებიან.მაინც როგორც იბუდებს ეს პარაზიტი ადამიანის კანში?ზრდასრულობისას ისინი დაახლოების ბუზის ზომის არიან. შეწყვილების შემდეგ მდედრი კანში კვერცხების გადასატანად სისხლისმწოველ არსებებს იყენებს, როგორიც კოღო ან ტკიპაა. ის შუამავალი მწერების სხეულზე, ძირითადად მუცლის არეში, საკუთარ კვერცხებს ამაგრებს, რასაც ფორეზია ეწოდება.მაშინ, როცა სისხლისმწოველი არსებები ჩვენამდე აღწევენ, კანის სითბო კვერცხებიდან ლარვას ათავისუფლებს. ისინი შიდა ქსოვილებში მწერის ნაკბენიდან ან თმის ფოლიკულებიდან აღწევენ და ამით მათი სიცოცხლის ციკლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ეს მატლები დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში იზრდებიან, შემდეგ კი კანიდან გარეთ გამოდიან და უკვე მიწაში ინაცვლებენ, საიდანაც ბუნებას უკვე ზრდასრული ფორმით უბრუნდებიან.იმ რეგიონში, სადაც Dermatobia hominis არის გავრცელებული, მისით ადამიანთა პარაზიტირების შემთხვევები არც ისე იშვიათია. სიმპტომები მარტივად ამოსაცნობია. ლარვის მიერ კანზე წარმოქმნილი ბურთულა მუწუკს მოგვაგონებს, მაგრამ მის ცენტრში მცირე ზომის ხვრელია. იქიდან მატლები ჰაერს იღებენ.მიუხედავად იმისა, რომ ლარვები ჩვენს კანში სამუდამოდ არ რჩებიან, ექიმები მათ მოშორებას ამჯობინებენ. თუკი პარაზიტები შედარებით ღრმად არიან დაბუდებული, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ჩვეულებრივ, ამისთვის ჭრილობაზე ვაზელინის ან სხვა ამგვარი საშუალების წასმაც საკმარისია, რადგან ლარვებს ჰაერი აღარ ჰყოფნით და გარეთ თავადვე გამიდიან.ზრდასრული მწერი ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის, ვინაიდან კვერცხების გადასატანად სხვა არსებებს იყენებს.

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე – რა ხდება ადგილზე

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ქობულეთის რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.შსს-ს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.ფოტო: „აჭარის მაუწყებელი“

ბოლო სიახლეები