სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

დიმიტრი პესკოვი – რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის

რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომლებიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამერიკელებს სჭირდებათ იშვიათი ჭიაღისეული ლითონები. ჩვენ ბევრი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გეგმები სტრატეგიული რესურსების განვითარებისთვის, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივებია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვის თქმით, ეკონომიკური შეთანხმებების დადებამდე კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„დღის წესრიგში შემდეგი საკითხი არის უკრაინის კრიზისის მოგვარება და შემდეგ, რადგან თავად ამერიკელებმაც ისაუბრეს ამაზე, დადგება დრო, განვიხილოთ შესაძლო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობასთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის მონაცემების თანახმად, ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ რუსეთს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია იშვიათი მინერალების მარაგების მხრივ.

შეგახსენებთ, რომ აშშ და უკრაინა აწარმოებენ მოლაპარაკებებს 500 მილიარდი დოლარის ოდენობის იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, ეს გარიგება საკმაოდ ახლოს არის დასრულებასთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტები მასტერკლასებს გამართავენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ცნობილი ესპანური კომპანია СYPE-ის სპეციალისტები სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე მასტერკლასებს გამართავენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესპანური კომპანია СYPE-ის ტექნიკურ დირექტორს, კარლოს ფერნანდესსა და ამავე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.“შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი ზაალ ცინაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, კომპანია СYPE-ის საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი ვისენტე კასტელი, ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი ბეკირ აბდერაჰმენი და გაყიდვების მენეჯერი საქართველოში დინა პევნევა.ვიცე-რექტორმა სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ყველა გლობალურ ექსპერიმენტსა თუ კვლევებში, რომლებიც ხორციელდება მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის CERN-ში - შვეიცარია, KEK-სა და JPARC-ში - იაპონია, FERMILAB-ში - ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე, უნივერსიტეტის მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებთ ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.მისი თქმით, უნივერსიტეტის რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოოპერაციით, საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მისაღებად ემზადება, ხოლო ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აღნიშნული საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა და წარმატებით ახორციელებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების მომზადებას.ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სადაც ყოველწლიურად 23 000-მდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ეუფლება საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ სპეციალობებს, უმთავრესი გამოწვევაა კონკურენტუნარიანი და მაღალ პროფესიონალიზმით გამორჩეული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შეძლებენ. თამარ წერეთლის თქმით, უნივერსიტეტი, ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების მხრივ, ესპანურ კომპანიას პარტნიორად მიიჩნევს და სამომავლოდ, მასთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანური კომპანიის წარმომადგენლები სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სამდღიან მასტერკლასებს ჩაატარებენ და ქართველ კოლეგებსა და მომავალ სპეციალისტებს ამ მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ. მასტერკლასების დასრულების შემდეგ კომპანია СYPE-ის პროგრამა, განახლების ფუნქციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე დაინერგება და მისი გამოყენება სასწავლო პროცესსა და საპროექტო სამუშაოებში მოხდება.უნივერსიტეტის კანცლერმა ცნობილ ესპანურ კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პროფესორმა კარლო კოპალიანმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგანმანათლებლო პროცესის მომავლის პერსპექტივიდან დანახვას, ასევე, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების პრაქტიკულ ჭრილში გაანალიზებას და სასწავლო პროცესის აღჭურვას ახალი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული შესაძლებლობებით.კანცლერის განცხადებით, СYPE-ს წარმომადგენელთა მასტერკლასები, რომლებიც სამშენებლო სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს, მრავალმხრივ წაადგება როგორც სამშენებლო, ასევე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მეორე მხრივ კი, გააღრმავებს ურთიერთობებს ქართველ და ესპანელ კოლეგებს შორის.СYPE-ის ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ფერნანდესმა, თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკისთვის, კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში დაფუძნებული კომპანია უკვე ფართოდ არის ცნობილი ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. გარდა ამისა, ის კონტაქტებს ავითარებს აზიასა და აფრიკის მიმართულებით.როგორც კარლოს ფერნანდესმა აღნიშნა, СYPE-ი სპეციალისტებს სთავაზობს პროგრამულ გადაწყვეტილებებს არქიტექტურის, კონსტრუქციების, მექანიკის, სანტექნიკის, ენერგეტიკული პროექტების მართვისთვის. ასევე, კომპანიის მიერ შემუშავებულია BIM პლატფორმა, რომელსაც ინჟინრები მსოფლიო მასშტაბით იყენებენ. СYPE-ის ტექნიკური დირექტორის თქმით, მასტერკლასებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამას და მიიღონ კონსულტაციები, თანამედროვე მოთხოვნებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი პრაქტიკული გამოყენების კუთხით.შეხვედრის დასასრულს, ესპანური კომპანია СYPE-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულებით, სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის 200 ლიცენზია საჩუქრად გადასცეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელის გაუქმება იგეგმება

თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელის გაუქმება იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, თეატრებს ერთპიროვნულად თეატრის დირექტორი უხელმძღვანელებს, სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა კი, გაუქმდება.მოქმედი კანონით, სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის საერთო ხელმძღვანელია, რომელიც შემოქმედებით მიმართულებას განსაზღვრავს და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, კანონი თეატრის დირექტორის თანამდებობას ითვალისწინებს, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას ახორციელებს.ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ თეატრის მართვის აღნიშნული ფორმა მოქნილი არ არის და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს.„თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის თანამდებობების ერთდროულად არსებობა იწვევს, მათ შორის უფლებამოსილებების აღრევას, მართვის შეფერხებას და თეატრის სათანადო ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული ორი თანამდებობის გაერთიანება და თეატრის ერთპიროვნულ ხელმძღვანელად თეატრის დირექტორის განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს თეატრის შემოქმედებით, საფინანსო, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა თეატრის ხელმძღვანელის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით იმპერატიულ ნორმებს შეიცავს, კონკურსის წესით ხელმძღვანელის დანიშვნას არ ითვალისწინებს და სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს სათანადოდ არ აწესრიგებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად წესრიგდება თეატრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი და საფუძვლები, მათ შორის განისაზღვრება დირექტორობის კანდიდატის კონკურსის საფუძველზე შერჩევის შესაძლებლობა.კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ნორმა, თეატრთან დაკავშირებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით.ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები შესაბამისი თეატრების დირექტორებად ჩაითვლებიან.პროექტის მიხედვით, თეატრების დირექტორები კანონის ამოქმედებისთანავე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებიან, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნებიან.იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას იმავე თეატრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ან არ იარსებებს იმავე თეატრში ვაკანტური თანამდებობა, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრის მიერ მიეცემა კომპენსაცია – ბოლო თანამდებობრივი სარგოს სამი თვის ოდენობით.

გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილი: უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავის შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, - განაცხადა გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ.„მთელ საქართველოში და განსაკუთრებით გურიის რეგიონში ძალიან ძლიერი სტიქია მძვინვარებს. ხალხი და ხელისუფლება ერთობლივი ძალებით 24 საათი მუშაობენ იმისთვის, რომ არსებული მძიმე მდგომარეობა მოგვარდეს. ამ დროს ჩვენს ოპოზიციასა და მათ მედიებს დრო რჩებათ იმისთვის, რომ მოიფიქრონ და გაავრცელონ ბინძური ტყუილი. კერძოდ, საუბარი მაქვს ახლა ჩემს დიდ ბებიაზე, რომელიც 107 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე დღე ავადმყოფობდა. ძალიან უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი აზრით, ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ამორალურია“, - აღნიშნა გურგენიძემ ვიდეომიმართვაში.

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაზარალებული ოჯახი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.„მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ოჯახი გამოყვანილია. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

ბოლო სიახლეები