რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში უკრაინულ მხარეს დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტმა პესკოვს კითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შესახებ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს გამოთქვა.
„ჩვენ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ, რომელმაც სტამბოლში ხუთშაბათს დელეგაციებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამჟღავნდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამისი მითითებები იქნება.