კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპა მხარს არ უჭერს რუსეთისა და აშშ-ის მცდელობებს, უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.
„ევროპამ დაიწყო საკუთარი თავის მილიტარიზაცია და ომის პარტიად გადაიქცა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში სამიტზე იკრიბებიან.