მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი , – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ “პუტინი ცეცხლს ეთამაშება”.
“რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს პუტინის „ცეცხლთან თამაშის“ და რუსეთისთვის „ძალიან ცუდი რამის“ შესახებ, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი.
იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!”, – წერს მედვედევი.