თბილისში, დიდ დიღომში ძლიერი ხანძარია. როგორც ,,ტიფლისნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

