ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაიას სააგენტო „ზმნასთან“ ია ფარულავასთან დაპირისპირებაზე საუბრობს.
მეგობრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ერთმანეთის სახლები იყიდეს.
„მე იას ძალიან მეგობრულად ვექცეოდი. შენ არ მუშაობ-მეთქი და ვეხმარებოდი. გულს და სულს ვდებდი მასთან ურთიერთობაში. ყველაფერს ვუკეთებდი, როგორც მეგობარს. მაგრამ თვითონ მოიქცა, როგორც ნაძირალა.
ხომ დაინახეთ, „ვანოს შოუში“ პირი ვერ გააღო ჩემზე სალაპარაკოდ. დამნაშავეა და ამიტომ.
ვინ არის ციცინოო, არა? მას სამი მილიონი ქართველი იცნობს. მე – მთელი მსოფლიო!
მაშინ როცა, ია ფარულავას საზოგადოების 99 პროცენტი უარყოფითად ახასიათებს, მე რატომ ვერ ვხედავდი მის ცუდ მხარეებს, ძალიან მიკვირს. რატომ ვერ ვხვდებოდი? მაგრამ რაღაც აქვს ამ ადამიანს დამაბრმავებელი. მეც ვცდებოდი…
დღეს მე ელიტა მილოცავს იმას, რომ კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო. ის ატყუებს ყველას. ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ამიტომ ტარიელი ამბობს, რომ ის სახლი მას ეკუთვნის და იქ უნდა იცხოვროს, თვითონ ია, ახლა, ნაქირავებში ცხოვრობს.
რას ამბობდა ჩემზე, არ იცით? ციცინოს მე გავუკეთე რეკლამა და ამაში უნდა გადაეხადა ჩემთვის ფულიო. და როგორც მერე უთქვამს, ამაში „შემაწერა“ ფული. თურმე, ია ფარულავამ გამიკეთა რეკლამა! ეგ ვენახში იყო, როცა მე რუსეთის საუკეთესო ქირურგი ვიყავი. მე რომ ჩამოვთვალო, ვისთვის მაქვს ოპერაციები გაკეთებული, მაშინ მიხვდებით, მე ვინ ვარ და ია ვინ არის
მოკლედ, ბინები მივყიდეთ ერთმანეთს. დრო გავიდა და ჩემი ნაყიდი ბინიდან არ გამოდიოდა. ცუდად მომექცა. აფექტში ჩამაგდო. მყავს მოწმეები, დედა როგორ მაგინა. მერე დამწყევლა – უნდა მოკვდე, იმ სახლში არ უნდა იცხოვროო – და ამას მეგობარი ჰქვია? ძალიან გამამწარა“, – ამბობს ციცინო შურღაია.

