დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია. „როიტერის“ ცნობით, როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი სიმსივნის მკურნალობის გვერდითი მოვლენები გახდა.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზ მესამეს მოუწია სამ ელჩთან შეხვედრის გადადება, ასევე საჯარო ღონისძიებების გაუქმება.
დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე გასული წლის თებერვალში დაუდგინდა. ბუკინგემის სასახლეს არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს.