„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურებს განსაზღვრავს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.
ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტში არჩეულ წევრებს. აქამდე ეს წესი მხოლოდ მაჟორიტარებზე ვრცელდებოდა და ცვლილების მიღების შემთხვევაში პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებზეც გავრცელდება.
როგორც კანონპროექტის თანაავტორი, რატი იონათამიშვილი განმარტავს, გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის პერიოდში რისკების თავიდან აცილებას ითვალისწინებს.
„დარეგისტრირდა 66 საარჩევნო სუბიექტი. მათ ჰყავთ ასევე მაჟორიტარი კანდიდატები და შეიძლება შესაბამის უწყებებს ერთდროულად 9000-მა ადამიანმა მიმართოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ცვლილებები დააზღვევს ამ საფრთხეებსა და რისკებს. რაც მთავარია, ეს ცვლილება იქნება გარდამავალი და შეეხება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტის წევრად არჩეული პირისთვის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურებს განსაზღვრავს.