ვენესუელის პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ვენესუელის დიპლომატიური დელეგაცია აშშ-თან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად ვაშინგტონში გაემგზავრება.
ამის შესახებ როდრიგესმა კარაკასში ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც როდრიგესმა ინვესტორებს განუცხადა, ვენესუელა მათ გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის სამართლებრივ გარანტიებსა და პოლიტიკურ სტაბილურობას სთავაზობს.
ვენესუელის ლიდერმა ასევე პირდაპირ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ მოუხსნას ვენესუელას სანქციები.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს მოვთხოვეთ, არა მხოლოდ ვენესუელის, არამედ თავად ინვესტორების სახელითაც, მოეხსნა სანქციები ვენესუელაზე, მხოლოდ ლიცენზია არ იძლევა გრძელვადიანი ინვესტიციისთვის საჭირო სიცხადეს“, – აღნიშნა დელსი როდრიგესმა.

