0 0
Read Time:1 Minute, 21 Second

ვერ გეტყვით, რომ მატრონა მოსკოველის ხატი მამა პეტრეს უკავშირდება, მაგრამ მატრონა მოსკოველის ხატმა ბევრი რამ გამოავლინა, გამოავლინა იმ ადამიანების პირადი მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომლებიც მე მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახს – ამის შესახებ დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, სადაც ისაუბრა სინოდალური კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების წინა პერიოდზე.

“ეკლესიის წიაღში – ვიღაცის მიმოწერები და სქრინები გამომიგზავნეს, ვიღაც ვიღაცას პირობას აძლევდა, რომ ჩემნაირი ეკლესიისთვის და ერისთვის შეუფერებელ სასულიერო პირს განკვეთავდნენ…

ვიდრე ის ამბავი გასკდებოდა, ვიღაცების მიმოწერები ერთმანეთთან და ამას დაემატებოდა მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელიც დაახლოებულია საპატრიარქოსთან, ვუთხარი, მამაო, რატომ ხდება ასე, რატომ საუბრობენ ზურგს უკან ასე, მათი ქმედებები რამდენად მოსაწონია, როდესაც ის ფაქტის წინაშე დავაყენე, ჯერ ეს ამბები არ იყო მომხდარი მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო და შემდგომი პერიოდებიც, ის დაპირისპირები, რაც მოხდა კონკრეტულ სასულიერო პირთან ერისკაცების მხრიდან, როდესაც ეს დაპირისპირებები მოხდა, მე ეს ყველაფერი ნათქვამი მქონდა ერთი კვირით ადრე, დამირეკა და მითხრა, ეს ამბები რომ ატყდა, პირველი, ვინც გამახსენდა, შენი საუბრები იყო.

ვერ გეტყვით, რომ მატრონა მოსკოველის ხატი მამა პეტრეს უკავშირდება, მაგრამ მატრონა მოსკოველის ხატმა ბევრი რამ გამოავლინა, გამოავლინა იმ ადამიანების პირადი მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომლებიც მე მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახს – ერთ-ერთი ე.წ. პოლიტიკური ბლოკის თუ პარტიის მიმდევრები, არ მინდა დასახელება და გარკვეულწილად ჩემი ეს დაბარება, პირიქით, მე მეუფე შიოს გულწრფელი მადლობა გადავუხადე, რომელმაც მე ტაძარი გამომიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე გულისტკივილები არ მქონდა. ეს ე.წ. სქრინები რომ გამომიგზავნეს და წავიკითხე, ძალიან გული მეტკინა, იმიტომ, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ეკლესიას მტრობს, ვიცი, ვინც არიან ეკლესიის მტრები,” – განაცხადა დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები