საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ.
ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება”.
ცნობისათვის: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული.
ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.