დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.
„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ – მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, – განაცხადა ბექჰემმა.
პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.
დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.


