სამშაბათი, ივნისი 24, 2025

დედოფლისწყაროში 4 ადამიანი დაჭრეს – რა დეტალები ხდება ცნობილი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 30 წლამდე მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 პირი დაჭრა, რომელთაგან 2 ამავე სოფლის მკვიდრია.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცს ბებიის მიტოვებულ სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი.

მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილებიდან ორი მამაკაცი მხარში მიყენებული დაზიანებებით დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ჩარევის შემდეგ კი სახლში გაწერეს.

შედარებით რთულია კიდევ 2 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ერთ მათგანს გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული და წნორის არქიმედეს კლინიკაში მკურნალობს, მეორე კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მედვედევი ტრამპის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხზე.„პრეზიდენტ ტრამპის შეშფოთებასთან დაკავშირებით, მე ვგმობ აშშ-ის თავდასხმას ირანზე – მან ვერ მიაღწია თავის მიზნებს. თუმცა, რუსეთი არ აპირებს ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას, რადგან ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილეები“, - აღნიშნა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

გიორგი გახარიას მოუწევს 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი – თეა წულუკიანი

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განმარტებით, ონლაინ ჩართვის დროს გიორგი გახარიამ შეიძლება მიკროფონი გამორთოს და შემდეგ ექსპერტიზა იქნება საჭირო რეალურად მან გამორთო თუ ტექნიკური ხარვეზი იყო, შესაბამისად, მათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ონლაინ ჩართვა არ იქნება მიზანშეწონილი.როგორც თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, გიორგი გახარიას მოუწევს 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი."როდესაც პირველ ჯერზე გახარია იყო მოსული, მე არ ვიცი რამდენად ჩანდა ეს ეკრანზე, მაგრამ კომისიის წევრები ვინც იქ ვიყავით, ჩვენ მრავალჯერ ვნახეთ, რომ მან ხან მიკროფონს დაარტყა, ხან წასვლა უნდოდა და გათიშა, ხან საათზე ირტყამდა ხელს და მეუბნებოდა, რომ აქ როდემდე უნდა ვიჯდეო. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ის რომ არ შემეკავებინა, რადგან სხდომის წაყვანაზე პასუხს მე ვაგებ, ერთი სული ჰქონდა დარბაზს როდის დატოვებდა. შესაბამისად, იმიტომ, რომ პროკურატურას აქვს კითხვები, იმიტომ, რომ მას არ აქვს ჩვენთან პირდაპირი ურთიერთობის სურვილი, რაკი თან ქვეყნიდან გაიქცა, არის შანსი, რომ ის ჩაგვერთოს, რათა არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა სახეზე, მერე გათიშოს მიკროფონი და მერე ჩვენ უნდა ვატაროთ ექსპერტიზა, ნამდვილად მან გათიშა თუ ხარვეზი იყო. ამიტომ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი, კომისია არის აბსოლუტურად თავისუფალი კანონის ფარგლებში თვითონ ჩამოაყალიბოს მოთხოვნები, რომლის შეუსრულებლობა არის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ ვართ თავისუფალი ამაში, შესაბამისად, კანონის ფარგლებში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი. ჩვენ სათამაშო ბავშვთა ცენტრში ხომ არ ვმუშაობთ, ეს არის პარლამენტი. ამიტომ, მას მოუწევს 2 ივლისისთვის ჩამოსვლა. მანამდე არის ძალიან ბევრი დრო, შეუძლია ბილეთი იყიდოს, ჩამოფრინდეს და უკან გაბრუნდეს. თუ არადა, ეს რა თქმა უნდა, იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე: “რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო, არის ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა, არ ვიცი, რა დავარქვა”

"ის, რომ 20 ივნისის მერე, გიორგი გახარიას წასვლის და მის მიერ პასუხისმგებლობის აღების ძალიან დიდი სურვილი და ბუნებრიობა იყო გუნდში, ეს ნამდვილად ასე იყო, ამას უკვე საჯაროდ ხედავს ჩვენი კომისიის მოსმენებისას საზოგადოება. ძალიან ვიწრო წრემ იცოდა მაშინ ჩვენს გუნდში, რომ შემოვიდა ზარი უცხოეთიდან, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული," - ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააკეთა.მისივე თქმით, გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში."ეს იცოდა რამდენიმე ადამიანმა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის დამალული. შემდეგ, რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო და მისთვის პირადად მაქვს ნათქვამი, არის, რეალურად, ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა. არ ვიცი, რა დავარქვა. მოვიდა და "ქართული ოცნების" უმრავლესობას მოუწოდებდა (პოლიტიკური საბჭოც იქ ვიყავით), რომ ნიკა მელიასთვის მოხსნილი ყოფილიყო იმუნიტეტი, მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი და მეორე დღეს გადადგა, რადგან ღამით შეხვდა ამერიკის ელჩს - ეს მან დაადასტურა ჩვენთან გამოსვლისას. მას და სხვებს, ვინც არ შემოდის პარლამენტში, რა თქმა უნდა, ინსტრუქციები აქვთ, რადგან ინსტრუმენტები არიან უცხო ძალების ხელში, როგორც ირკვევა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: “ლელოს” ამომრჩეველს რამე-რუმეები უნდა აუხსნას ხაზარაძემ, რომელსაც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი ციხეში იპოვა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტში ის "ქართული ოცნების" ამომრჩეველს წარმოადგენს და არაფერი აქვს ასახსნელი "ლელოს" ამომრჩევლისთვის.როგორც წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, "ლელოს" ამომრჩეველს ძალიან ბევრი რამ თვითონ "ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილმა უნდა აუხსნას, თუმცა მათ თავშესაფარი ციხეში იპოვეს"."მე წარმოვადგენ "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, პარლამენტში მე წარმოვადგენ "ქართული ოცნების" ამომრჩეველს და არაფერი არ მაქვს ასახსნელი ოპოზიციის ამომრჩევლისთვის. "ლელოს" ამომრჩევლისთვის მე არაფერი არ მაქვს ასახსნელი. "ლელოს" ამომრჩეველს ასახსნელი რამე-რუმეები აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი იპოვა ციხეში. რათა მას ამომრჩეველთან არ ჰქონდეს პასუხი საგები. ის შეგნებულად წავიდა თუ არა ციხეში მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ის შეგნებულად არ მოვიდა კომისიის სხდომაზე. როდესაც ისმის ამდენი საყვედური, რომ მოქალაქეები ამბობენ თითქოს მონაწილეობდა რეკეტში, რომ იყო კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ბიზნესმენების დასატერორებლად - პირადად ხაზარაძე და ჯაფარიძე. როდესაც არ გიჩნდება სურვილი, რომ მოხვიდე და ეს გააბათილო, ეს მინიმუმ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს "ლელოს" ამომრჩეველშივე. ამიტომ, მე მათთვის არაფერი არ მაქვს ასახსნელი. ასახსნელი ძალიან ბევრი თვითონ ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილს აქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

არლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დაკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში აქტივისტები ავრცელებენ.ასევე, სოციალურ ქსელში გვერდი - "protest24" ზვიად რატიანის დაკავების კადრებს ავრცელებს.კადრებში ჩანს, რომ მას პოლიციის მანქანაში სვამენ. 

ბოლო სიახლეები