ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025

დედამ შვილს ჭიპლარი პლაცენტიდან 5 დღე არ მოაჭრა და აი რა მოხდა

წარმოიდგინეთ, რომ მაგიდასთან ზიხართ მუღლესთან, 4 წლის გოგონასთან და ახალშობილთან ერთად და მხარზე გაქვთ ჩანთა, რომელშიც მისი პლაცენტაა. სწორედ ასე გააკეთა კლარა რიბამ _ ნოვატორმა დედამ კვინსლენდიდან.
მეორე შვილის დაბადებისას ავსტრალიელმა ქალბატონმა გადაწყვიტა ჭიპლარი არ გადაეჭრა პლაცენტაზე და სახლში ჰქონოდა. ასეთ მშობიარობას ლოტოსისებური ეწოდება და სულ უფრო და უფრო მეტ პოულარობას იძენს.

მთელ ოჯახს 5 დღე ეძინა ახალშობილ ლუკტან და მის პლაცენტასთან ერთად. 5 დღის შემდეგ ის თავისით, ბუნებრივად მოძვრა . „ მე სახლში ვიმშობიარე, ამიტომ მსურდა, რომ მშობიარობის ხელუხლებელი ბუნება კვლავ გაგრძელებულიყო. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებია რაც შეიძლება ფრთხილად, ყველაფერი ბუნებრივად და ჩარევის გარეშე“, _აგვიხსნა კლარამ. ლოტოსისებურ მშობიარობას ( ჭიპლარის გადაჭრის გარეშე) მრავალი უპირატესობა გააჩნია: ბევრი თვლის რომ ეს სასარგებლოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ასევე – დედას და შვილს შორის კავშირისთვის.
როგორც წესი პლაცენტა ხმება და ძვრება 5 – 9 დღის განმავლობაში. „ მე მსურდა პატივი მიმეგო პლაცენტისთვის, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი რამ გააკეტა ბავშვისთვის“, _თქვა კლარამ. მაგარამ რეალობა, ცოტა განსხვავდებოდა მოლოდინისგან.
ლუკი დაიბადა ავსტრალიის ყველაზე ცხელ პერიოდში და პლაცენტა მალევე აყროლდა. მშობლები აფრქვევდნენ სურნელოვან ბალახებს, ფუთავდნენ ტანსაცმლის პაკეტებში, მაგრამ მაინც ოცნებობდნენ ჭიპლარის მოჭრაზე…
მიუხედავად ამისა, ოჯახმა მოითმინა 5 დღე, რის შემდეგაც დიდი ხანი ანიავებდნენ სახლს და ირეცხავდნენ საზიზღარ სუნს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია უცხოელი მფარველების ინსტრუმენტია, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი ამ ჯგუფის სურვილის მიხედვით იყოს გატარებული

რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს,  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მთავარი პრობლემები ბრიუსელშია.„რადიკალურ ოპოზიციას ცალკე განყენებულად, როგორც პოლიტიკურ აქტორად ნუ ავიღებთ. რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში. ის საერთო ჯამში ორკესტრირებას უწევს ამ მთლიან პროცესს. ამიტომ, რადიკალური ოპოზიცია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იყოს გატარებული იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს. მთავარი პრობლემები უნდა ვეძებოთ ბრიუსელში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს იქცევა და დგას მყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი. როდესაც ნაცვლად დიალოგისა, არის კონფრონტაცია, ნაცვლად სხვათა ინტერესების გათვალისწინებისა, არის საკუთარი დღის წესრიგის მოხვევის სურვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო: პატარა გიორგი თოფურიას ახდენილი ოცნება – ერთი დღე მებაჟე ოფიცრად

პატარა გიორგი თოფურიას ახდენილი ოცნება – ერთი დღე მებაჟე ოფიცრად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პატარა გიორგი თოფურიას ოცნება აუხდინა — ის ერთი დღით მებაჟე ოფიცრად გადაიქცა. გიორგი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემიდან „პატარების დიდი შოუ“ გაიცნო. ის მუსიკის, ხატვის, ძერწვისა და მათემატიკის დიდი მოყვარულია. მისი ყველაზე დიდი სურვილი კი მამის მსგავსად, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი გახდომაა. გადაცემის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა გიორგის ეს სურვილი ერთი დღე რეალობად აქცია — მცირე ხნით მას საშუალება მიეცა მებაჟე ოფიცერი გამხდარიყო. ვიდეო-სიუჟეტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.   

ტრამპი: ვალდებული ვარ, „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები გავაგრძელო, მათ საზოგადოება მოატყუეს და ეს აღიარეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, თავს ვალდებულად თვლის, „ბიბისის“ უჩივლოს.„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ „ბიბისიმ“ 2021 წლის 6 იანვრის მისი გამოსვლა დაამონტაჟა და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.„ალბათ უნდა გავაგრძელო სარჩელი. იცით, რატომაც არა? საზოგადოება მოატყუეს და ეს აღიარეს. შეცვალეს ჩემი 6 იანვრის გამოსვლა, რომელიც იყო მშვენიერი, ძალიან დამამშვიდებელი და ისე გააკეთეს, რომ რადიკალურად ჟღერდა. რეალურად შეცვალეს. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სამართლებრივ ქმედებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“.„ბიბისი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატებმა წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ კორპორაცია ბოდიშს თუ არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, ერთი მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვენ.„ბიბისის“ პასუხის გასაცემად ვადა 14 ნოემბრამდე, ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე აქვს. „ბიბისიში“ განაცხადეს, რომ პასუხს დადგენილ ვადაში გასცემენ.ცნობისთვის, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.

ელიზბარ ჯაველიძე ღარიბაშვილზე:ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებო!

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხლისუფლების განათლების მინისტრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან სულ ახალი წასული იყო, როცა მივედი და ვუთხარი – ავტორიტეტი გაქვს, შექმენი პარტია და გვერდით დაგიდგებით-მეთქი! იცით, რა მითხრა? – მე ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებ და მაგის წინააღმდეგ ვერ გავილაშქრებ, ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადავდგამო! დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ირაკლი დღესაც ასე ფიქრობს!წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა.დაღუპულთა შორის არიან პილოტი გოხან კორკმაზი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი ლეიტენანტი ემრე მერკანი, თვითმფრინავის ტექნიკური სერჟანტი ნური ოზკანი, თვითმფრინავის ტექნიკური უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი, საჰაერო შტაბის უფროსი ილკერ აიკუტი და საჰაერო ძალების ოფიცერები: სერდარ უსლუ, ნიჰატ ილგენი, ჯუნეით კანდემირი, უმიტ ინცე, ბურაკ ოზკანი, ემრა კურანი, ჰამდი არმაგან კაპლანი, აკინ კარაკუსი, რამაზან იაგიზი, ემრე ალთიოკი, ბურაკ იბიგი, ბერკაი კარაჩა, აჰმედ იაშარ კუიუჩუ, ჯემ დოლაპჩი და ემრე საინი.სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

ბოლო სიახლეები