სამშაბათი, ივლისი 8, 2025

დედამიწა ბრუნვას აჩქარებს!„პლანეტა სცდება ბუნებრივ წესებს – ივლისში დღეები უფრო მოკლე იქნება, ვიდრე ოდესმე!“

ვარაუდობენ, რომ ივლისსა და აგვისტოში დედამიწის ბრუნვის სიჩქარე გაიზრდება. ეს იმ აზრს ეწინააღმდეგება, რომ პლანეტის მოძრაობა თანდათან ნელდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის გარკვეული მიზეზები არსებობს, მეცნიერებისთვის ის მაინც გამოცანად რჩება.

დედამიწის ბრუნვა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. იქამდე, სანამ მზეს სრულად შემოუვლის, ის 365-ჯერ ბრუნავს, რაც ჩვენს კალენდარულ წელს განსაზღვრავს. უძველესი მარჯნების კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პლანეტა ოდესღაც ბევრად უფრო სწრაფად ბრუნავდა. კერძოდ, 444-419 მილიონი წლის წინ ის მზის გარშემო ერთი შემოვლის დროს 420-ჯერ შემობრუნებას ახერხებდა.

მარჯანი ზრდის პროცესში ყოველდღე თხელი კალციუმის ფენას აყალიბებს. ის მშრალ სეზონებზე უფრო იზრდება, ვიდრე სველზე. მეცნიერებს შეუძლიათ, კალციუმის ამგვარი ფენები დათვალონ და დაადგინონ, რამდენი დღე იყო წელიწადში. ამ მეთოდის გამოყენებით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დედამიწას 444-419 მილიონი წლის წინ წელიწადში 420 დღე ჰქონდა. შემდეგ ის მთვარის ზემოქმედებით ეტაპობრივად შენელდა.

დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ზღვის დონის ცვლილებები და შიდა გეოლოგიური პროცესები. ყველაზე დიდი გავლენა მაინც მთვარეს აქვს. ის დედამიწას ნელ-ნელა შორდება, ხოლო მათი ურთიერთქმედება ყოველ საუკუნეში ბრუნვის დაახლოებით 1.8 მილიწამით შენელებას იწვევს.

დედამიწის დღეების ხანგრძლივობა ატომური საათების მეშვეობით ზუსტად გამოითვლება. ჩვეულებრივ, მას დროდადრო ერთი დამატებითი წამი ემატება, რომელსაც “ნაკიან წამს” უწოდებენ. ასე პლანეტის შენელებული ბრუნვა რეგულირდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგალითად, GPS-ის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

2020 წლის შემდეგ ყველაფერი პირიქით ხდება – დედამიწის ბრუნვა კვლავ აჩქარდა. 2020 წელს 1960 წლის შემდეგ 28 ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა. აქამდე რეკორდები ყოველწლიურად მყარდებოდა, ყველაზე მოკლე დღე კი 2024 წელს იყო, ჩვეულებრივზე 1.66 მილიწამით პატარა.

მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში მეცნიერები რამდენიმე შედარებით მოკლე დღეს კვლავ ელიან. Timeanddate-ის ცნობით, 9 ივლისს დღე სავარაუდოდ 1.30 მილიწამით მოკლე იქნება, 22 ივლისს 1.38-ით, ხოლო 5 აგვისტოს — 1.5-ით. აღნიშნული პროგნოზები დედამიწის ბრუნვისა საერთაშორისო სამსახურისა (IERS) და აშშ-ის საზღვაო ობსერვატორიის დაკვირვებებს ეფუძნება.

მიუხედავად იმისა, რომ მთვარე ჩვენი პლანეტის ბრუნვას ანელებს, ზოგ შემთხვევაში ის სიჩქარის მატებასაც იწვევს: როცა თანამგზავრი ეკვატორთან ახლოსაა, მას უფრო ძლიერი შემაფერხებელი ზემოქმედება აქვს, ხოლო როცა მაქსიმალურად შორს არის (ზაფხულში), ბრუნვის წინააღმდეგობის ძალა მცირდება, რაც დედამიწის ბრუნვას აჩქარებს. სწორედ ამიტომ არის მოსალოდნელი, რომ ზაფხულის ეს დღეები წლის ყველაზე მოკლე დღეები გახდება.

ასტრონომებისთვის მსგავსი ცვლილებები პროგნოზირებადია, მაგრამ ზოგადად ტენდენცია მოულოდნელია. 1972 წლიდან მოყოლებული, დედამიწის შენელებული ბრუნვის ასანაზღაურებლად 27 “ნაკიანი წამი” შემოიღეს. 2016 წლის შემდეგ ასეთი რამ აღარ მომხდარა. IERS-მა დაადასტურა, რომ 2025 წლის ივნისში წამების დამატება საჭირო არ იქნება.

„წამების დამატების საჭიროება აღარაა, რაც მოულოდნელია. ვვარაუდობდით, რომ დედამიწა შენელებას გააგრძელებდა. ასე რომ, ეს შედეგი ნამდვილად გასაოცარია”, —აღნიშნა 2021 წელს ფიზიკოსმა ჯუდა ლევაინმა.

დედამიწის ბრუნვაზე გავლენა სხვა ბუნებრივ მოვლენებსაც აქვს, მათ შორის მიწისძვრებს. მაგალითად, 2011 წლის მარტში იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ დედამიწის მასის ბალანსის ღერძი დაახლოებით 17 სანტიმეტრით გადასწია. ამგვარმა დიდმა მიწისძვრებმა პლანეტის ბრუნვის სიჩქარეც შეცვალა.

„მიწისძვრები დედამიწის მასის გადაადგილებით მის ბრუნვას ცვლის”, — განმარტა NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის წარმომადგენელმა, რიჩარდ გროსმა, 2011 წელს.

მეცნიერმა შეძლო გაერკვია, როგორ შეიცვალა მასის გადანაწილება მიწისძვრის შემდეგ.

„თუ დედამიწის მასის გადანაწილება ვიცით, შეგვიძლია, ბრუნვის სიჩქარე გავიგოთ”, — თქვა მეცნიერმა.

ჩვენი პლანეტის ბრუნვას, როგორც ყოველთვის, IERS დააკვირდება. ის შეძლებს, ზუსტად დაადგინოს, რამდენად შემცირდება ივლისსა და აგვისტოში დღის ხანგრძლივობა და გვექნება თუ არა ახალი რეკორდი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ფეზეშქიანმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.„კი, ისინი ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღიშნავს ირანის პრეზიდენტი.ჟურნალისტის კითხვაზე, იყო არა ამაში ირანის პრეზიდენტი დარწმუნებული, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ჩემი სიცოცხლის წასართმევას ცდილობდა… ეს იყო ისრაელი. მე ვიყავი შეხვედრაზე… ისინი ცდილობდნენ იმ ადგილის დაბომბვას, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა აღნიშნული სავარაუდო მკვლელობის მცდელობის თარიღი და არც ის, მოხდა თუ არა ეს ბოლოს მიმდინარე კონფლიქტის დროს. ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა „არ ეძებს ბირთვულ იარაღს“ და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ, რომ „1984 წლიდან შექმნა ცრუ მენტალობა, რომ ირანი ეძებს ბირთვულ ბომბს“.ფეზეშქიანის თქმით, ისრაელმა „ყველა ამერიკელ პრეზიდენტს თავში ეს აზრი ჩაუნერგა“ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფეზეშქიანმა კარლსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ღაზის საკითხზე მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით დოჰაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირის განმავლობაში დოჰაში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა განაგრძოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„სტივ უიტკოფი აპირებს მიმდინარე კვირაში დოჰაში გამგზავრებას, სადაც დისკუსიებში განაგრძობს ჩართულობას. კატარელები და ეგვიპტელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მედიაციისთვის“,- აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი.მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.მანამდე, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითად პასუხობენ წინადადებას, თუმცა სამი პუნქტი შეიტანეს, რომლის მიღებაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

მძიმე ავარია თბილისში – დაღუპულია 17 წლის ბიჭი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლმა, 17 წლის ბიჭმა მძიმე დაზიანებები მიიღო.ექიმებმა არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს.შემთხვევა გუშინ მოხდა.

🎥„ხაზარაძემ მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი თავისი ჟურნალისტების მეშვეობით…“ – იაგო ხვიჩია

„ხაზარაძემ მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი თავისი ჟურნალისტების მეშვეობით...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე და სანდროს დღემდე გვაქვს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ,,ლელოში" დეგენერატები არიან თუ მოსყიდულები, ამის იქეთ მაინც ვერ წავალთ...“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები