27 ივლისს, დედამიწაზე მოსალოდნელია G1 კლასის მაგნიტური ქარიშხალი.
Meteoagent-ის პროგნოზით, 26 ივლისის განმავლობაში მაგნიტური აქტივობის K-ინდექსი იქნება მხოლოდ 2 ან 3, რაც ნიშნავს, რომ მაგნიტოსფერო მშვიდი დარჩება. თუმცა, 27 რიცხვიდან ვითარება შეიძლება შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ ადრე Geomagnetism-მა გამოაცხადა, რომ 23 ივლისს მზის დისკოს ცენტრიდან მოხდა ამოფრქვევა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ შეიძლება მოახდინოს გავლენა დედამიწაზე 27 ივლისის განმავლობაში, თუმცა ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.