30 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, აქციის მონაწილემ, დაჩი ცაგურიამ „ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ხვალ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მივა.
„ახლა, ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა სჭირდება ისე, როგორც არასდროს. მუდმივად ვხედავთ როგორი ზეწოლა მიდის საქართველოზე, – ამის შესახებ 30 აპრილის აქციის მონაწილემ, დაჩი ცაგურიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ როგორ ცდილობენ რომ საქართველო გახდეს კონფლიქტის მონაწილე და მხარე.
მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს თუ ვინმესთვის თავის ქვეყანა არის მთავარი და არ არის სხვა ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი, ყველა უნდა მოვიდეს. ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება“, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.