პარასკევი, მაისი 9, 2025

დაჩი ცაგურია – ორი მაროდიორი გვყავდა 2008 წლის ომის დროს, გიული ალასანია და დავით კეზერაშვილი, ღირსება გინდოდათ აგეყარათ ქვეყნისთვის, ვერ აყრით, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ღირსეულად- მაროდიორი ხარ გიული, მაროდიორი!

სად დაიბადეთ, რომელმა დედამ გაგზარდათ? გიულის გაზრდილი უკეთესი რა იქნება, ქალმა ომში გაგვძარცვა, ეგ მაროდიორი. გიული, შენ ხარ მაროდიორი, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დაჩი ცაგურიამ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და გიული ალასანიამ საქართველო გაძარცვეს 2008 წლის ომის დროს.

„ტიპობა გახდა ახლა სისულელეების ბოდიალი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. მაშინ, როცა ხმის ამოღება იყო საშიში, სახიფათო, ადამიანებს სცემდნენ, იჭერდნენ, კლავდნენ, სახურავებზე აწყობდნენ და გვეუბნებოდნენ დენმა დაარტყაო. ნიკა კვინტრაძე რომ მოგვიკლეს აქ, დადეს მისი ცხედარი და გვეუბნებოდნენ დენმა დაარტყაო, ეს არ დაგვვიწყებია. ეს ადამიანები დღეს გამოხატვის უფლებებზე და წყლის ჭავლებზე გველაპარაკებიან. ხმას როგორ იღებთ, ნაძირლებო. ნამუსი აღარ არის, შეიძლება ყველაფერზე ისეთი ადამიანები ლაპარაკობდნენ, ვინც არ უნდა ილაპარაკოს? რომელ სამართალზე მელაპარაკებით, სად იყო სამართალი, სასამართლო თქვენს დროს. რომელი სასამართლო არ მოგწონთ. დღეს ხომ არიან ჩემი მოსამართლეები, მე ვინც გამასამართლა, მე ხომ ამით ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ დღევანდელი სასამართლო ათასჯერ უკეთესია იმაზე, რაც თქვენს დროს იყო. თქვენ როგორ ლაპარაკობთ მაგაზე, ჩვენ ვილაპარაკებთ. არ გვჭირდება სხვა ქვეყნების დარიგება. ია მეტრეველი იყო აქ გამოსული, ირინა ენუქიძე მახსოვს, შვილმკვდარი მშობლები არიან აქ. ერთს არ მოსვლია თავში აზრად მიშას დროს შვილები რომ დაუხოცეს, ჩვენს ქვეყანას სანქციები დაადეთო. ესენი ვინ არიან, რატომ გძულთ ეს ქვეყანა. ია მეტრეველს ერთადერთი შვილი მოუკალით, თავში აზრად არ მოსვლიათ, სანქციები დაადეთო. მაწამებდით ციხეში, არ მითქვამს არასდროს, სანქციები დაადეთო. რა გინდათ, რატომ გძულთ ეს ქვეყანა, საიდან მოეთრიეთ, კი არ მიკვირს ამათგან. გამიკვირდებოდა ღირსეული საქციელი. 2008 წლის ომის დროს მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ნაცემი, ნაწამები, შეურაცხყოფილი, გადავლილი გამოვედით და ვთქვით, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ომში წავედი. მეტი რა უნდა გამეკეთებინა, ნაძირლებო. ახლა ერთად არ უნდა ვიდგეთ? სად დაიბადეთ, რომელმა დედამ გაგზარდათ?

გიულის გაზრდილი უკეთესი რა იქნება, ქალმა ომში გაგვძარცვა, ეგ მაროდიორი. გიული, შენ ხარ მაროდიორი. ომის დროს საქართველოში ერთი ნივთი არავის მოუპარავს, ერთი ბოთლი წყალი არავის მოუპარავს, მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა. იმ ხალხს, რომელიც თქვენ ფეხებზე გეკიდათ და შეაკალით რუსებს, აქ რომ იყვნენ მიყრილები ქუჩაში, საკვებს უყოფდა მთელი საქართველო. ამ დროს თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გაგვძარცვა, რუსეთთან ომში გახდა მილიარდერი. ორი მაროდიორი გვყავდა დეკლარირებული. ეს არის მაგარი ქვეყანა, აქ ცხოვრობს მაგარი ხალხი. მაროდიორები გყავდათ ხელისუფლებაში. დგანან ახლა და პრორუსები არიან ეგენიო, ამბობენ ჩვენზე, რომ მცემდნენ, კრემლის აგენტოო მეძახდნენ, დღემდე ეგრეა. რომელ რუსეთზე გველაპარაკებით, ყველაფერი მიეცით რუსეთს, თუ რამე შეიძლებოდა. მთელი ეკონომიკა, ენერგეტიკა ჩააბარეთ, ესეც არ იკმარეთ და ჩახდილი უკანალები მიუშვირეთ. ღირსება გინდოდათ აგეყარათ ქვეყნისთვის, ვერ აყრით, ეს ხალხია ამ ქვეყნის ღირსება. ჩვენ ქვეყანას დავიცავთ ღირსეულად რუსების და ყველას წინააღმდეგ.

უკრაინაში გაქანებული ომია, მთავრობის არცერთ წარმომადგენელს ერთი ნაკაწრი არ აქვს. მეტიც, წავლენ ლონდონში, აბა, თქვენი ჭირიმე, მიდის ტაშის კვრა. ჩაიყვანენ ვაშინგტონში და ესენიც გახარებულები ხრიან თავს. ასე იყვნენ ესენიც, რატომ ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას, ამ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე, მიშა, შენ რომ შეახოცე, მაგაში მიიღე დემოკრატიის შუქურის სახელი. აბა, რომელი დემოკრატი ეგ იყო. ჩრდილოეთ კორეასავით გვაცხოვრებდა. არანაირი სასამართლო, სამართალი, ტელეფონებს ვშლიდით, ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა შიშით. რომელი მედიის დემოკრატია არ მოსწონთ, პირდაპირ ეთერში იგინებიან, ან რა ზრდილობაა ეგ? მეტი რაღა გავაკეთოთ, რა არ მოგწონთ, თქვით. მახსოვს, რაზეც ესენი ვენებს იჭერდნენ, იყო „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც თავზე დაახია ევროპულმა სასამართლომ. იმ მოსამართლეს ვინმემ ბოდიში მოუხადა? იასთვის არ მოუხდიათ ბოდიში, ენუქიძეებისთვის, შალვას ქვრივისთვის“, – განაცხადა ცაგურიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დღეზე ევროკავშირისგან დაფინანსებული პირის ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას

ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.„ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას – დანიის პრემიერი პუტინს მიმართავს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის 9 მაისს, ფრედერიქსენმა უპასუხა: „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას“.„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფედერიქსენმა.ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინას შორის ზავის გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვს მშვიდობისკენ სწრაფვა არ გამოუჩენია.

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

ბოლო სიახლეები