ოთხშაბათი, დეკემბერი 31, 2025

დაშლილი კოალიციები და დაპირისპირება ოპოზიციაში – შეძლებენ თუ არა ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებას

ოპოზიციას ერთმანეთთან საუბარი და ფოტოს გადაღებაც კი უჭირს, სალომე ზურაბიშვილს კი ლიდერობისთვის ხელს ასაკი არ უწყობს – ეს სიტყვები კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ექსპრეზიდენტის ოფისში ოპოზიციური ლიდერების კონსულტაციის დასრულების შემდეგ თქვა. ნათქვამს არც დღეს ემიჯნება, თუმცა ახლა კოორდინაციის აუცილებლობაზეც საუბრობს.

ზურაბიშვილი და მის მრგვალ მაგიდასთან ოპოზიციის გაერთიანების შანსი წითელი ხაზია “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრ ცოტნე კობერიძისთვისაც. გვარამია-მელიას ირგვლივ შექმნილი ერთობის ლიდერები დიდი ხანია პოლიტიკურ ასპარეზზე არ აქტიურობენ. კოალიციის წევრების აზრით, კობერიძის პოზიცია მისი ინდივიდუალური ხედვაა და პარტიასთან საერთო არაფერი აქვს.

იმ ფონზე, როცა ექსპრეზიდენტი საერთო ოპოზიციური პლატფორმის შექმნას ცდილობს, “ლელოს” კოალიციის რიგებს ტოვებენ. ლევან ცუცქირიძის “თავისუფლების მოედანი” უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიაა, “ლელოში” კი, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამ ფაქტს უარყოფდნენ, ამბობენ, რომ ახლა მიზანი ზურაბიშვილის პლატფორმის ირგვლივ მუშაობაა.

ყველაზე პესიმისტურად სავარაუდო ოპოზიციური გაერთიანების მომავალს “გირჩში” ხედავენ. პოლიტიკურ ცენტრში ალტერნატიული აზრის გამარჯვების ერთადერთ წინაპირობად, არსებული ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ველიდან სრულად გაქრობას მიიჩნევენ.

ნათელაშვილის ფანჩატურიდან ზურაბიშვილის ოფისამდე წინასწარ განწირული გაერთიანების მცდელობა – ასე აღიქვამს მმართველი ძალა ოპონენტების გაერთიანების პერსპექტივას. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უკვე წლებია ოპოზიცია ფიქციურ გაერთიანებასაც ვერ ახერხებს – მიზეზი ერთია, “ოცნების” აზრით, მათი ოპონენტების ქმედებებს არა მათივე ნება, არამედ გარე ძალების კარნახი განსაზღვრავს.

“ახალმა” პოლიტიკური აქტივობა შეანელა, “ლელოს” პარტნიორები ტოვებენ, “ნაციონალურ მოძრაობის” პარტნიორებისთვის კი სააკაშვილის შეწყალებაზე უარის მთქმელ ზურაბიშვილთან ერთობა წამგებიანად მიაჩნიათ. ამ ფონზე, ოპოზიციის გაერთიანების რა რესურსი აქვს ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, უცნობია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან  ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საქართველოს დანიშნულებით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ, აღკვეთილი იქნა 50 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საქართველოს დანიშნულებით შემოტანის მცდელობის ფაქტი.მებაჟე ოფიცრების მიერ, შესაბამისი რისკის მოდულების ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, ,,წითელი ხიდის გავლით“ შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, მარმარილოს ფილებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილის მისაბმელ განყოფილებაში, მარმარილოს ფილებთან მიმსგავსებულ წინასწარ დამზადებულ  ნაკეთობებში მალულად იყო განთავსებული. შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

რევაზ სოხაძე – წელს განხორციელდა ბევრი პროექტი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, მომავალ წელსაც ახალი პროექტები დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის...

უნდა აღინიშნოს საუკუნის პროექტის, რიკოთის უღელტეხილის 52-კმიანი მონაკვეთის დასრულება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა, ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.მინისტრმა მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც არაერთი მასშტაბური პროექტია დაგეგმილი.„მიმდინარე წელს გაიხსნა სურამის შემოვლითი გზა, გურიის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი და მომავალ წელსაც ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყება. უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე, N 2 ლოტზე, რომელიც გულისხმობს წიწამურიდან ავჭალაში მიმავალ მონაკვეთს.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელდა, ის მიდგომები, რომელიც ჩვენ შევცვალეთ და ის ახალი სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ. პროექტირების კუთხით, გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებებით, როგორიცაა – სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურა, დაიწყო პროექტირებები. ჩვენ მომავალ წელს ამ პროექტების საფუძველზე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს ის ნაბიჯები, რაც ეხება ხარისხს, ფასწარმოქმნას, ახალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, რომელზეც აქტიურად ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში და მომავალ წელს უკვე ამ სიახლეების დანერგვა დაიწყება სამშენებლო მიმართულებებით“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 31 დეკემბერს საქართველოში

31 დეკემბერს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +4, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +3, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმაა მოსალოდნელი სოხუმში. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით +1 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით -2 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში თოვლიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლიანი ამინდია თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.

15 წლის ბიჭის წამების საქმეზე დაკავებული 9 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მათგან 6 არასრულწლოვანია

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. "ფაშისტური" იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში."ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა.თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები,ერთი პირი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 25.144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზატორი), ხოლო რვა პირი სსკ-ის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა).სასამართლომ სრულწლოვან 3 მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად კანონით გათვალისწინებული უმაღლესი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, 16 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს 6 წლითა და 8 თვით, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები