ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
დაღუპულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ეძინა, როცა შენობაში ცეცხლი გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.