გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.
ოპოზიცია, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით დადებითად აფასებს
“უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები თავისი მნიშვნელობით და შესაძლებლობით არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მყისიერი შედეგის მომტანი, ამიტომ ამ ადამიანებს საკადრისი პასუხი გაეცათ უკვე საგარეო მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სანქციებს კიდევ არაერთი სახელმწიფო შეუერთდება დასავლურ სამყაროში. მაგრამ მთავარი პასუხი ამ ადამიანებს იმ ძალადობასა და დანაშაულებზე, რომელსაც ჩადიან, ქართველმა ხალხმა უნდა გავცეთ ერთად, რაც მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია,” – აღნიშნა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ.