“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის უდიდესი სახელმწიფოს, საფრანგეთის პრეზიდენტი პირადად ჩაერთო საქართველოს მიმდინარე პროცესებში და ის ზარი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის მიმართებით, არ არის უბრალოდ ზარი და უბრალოდ სურვილი,” – ამის შესახებ “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ის დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებულ ზარს კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება.
“გავრცელდა განცხადება, სადაც პრეზიდენტმა მაკრონმა დაგმო საქართველოში მშვიდობიანი პროტესტანტების, ჟურნალისტების, მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობა და დიპლომატიურ ენაზე დაგმობა, რას ნიშნავს, მე მგონი, ყველამ კარგად ვიცით. ეს იყო საკმაოდ მკაცრი საუბარი და მკაცრი მინიშნებებითა და მკაცრი გაფრთხილებებით. მე დარწმუნებული ვარ, ამ სატელეფონო ზარს მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები. გააქტიურდება პროცესი იმ კუთხით, რომ მოხდეს შუალედური გადაწყვეტილებების გამოძებნა, კონსენსუსის გამოძებნა, იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას.
ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნა, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და განისაზღვროს ახალი არჩევნების თარიღი. ბუნებრივია, ამას მოჰყვება ცესკოს და სხვა დამოუკიდებელი ორგანოების ცვლილება, რომელთაც უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და ობიექტური სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ჩაერთვებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ისინი ხედავენ ხალხის ნებას, ხალხის სურვილს, ამიტომ ამ პოლიტიკურ კრიზისს სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ვფიქრობ საფრანგეთის როლი ამ პროცესში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპის უდიდესი სახელმწიფოს, საფრანგეთის პრეზიდენტი პირადად ჩაერთო საქართველოს მიმდინარე პროცესებში და ის ზარი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის მიმართებით არ არის უბრალოდ ზარი და უბრალოდ სურვილი,” – ამის შესახებ “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ის დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, განხორციელებულ ზარს კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება.
“გავრცელდა განცხადება, სადაც პრეზიდენტმა მაკრონმა დაგმო საქართველოში მშვიდობიანი პროტესტანტების, ჟურნალისტების, მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობა და დიპლომატიურ ენაზე დაგმობა, რას ნიშნავს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით. ეს იყო საკმაოდ მკაცრი საუბარი და მკაცრი მინიშნებებითა და მკაცრი გაფრთხილებებით. მე დარწმუნებული ვარ ამ სატელეფონო ზარს მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები. გააქტიურდება პროცესი იმ კუთხით, რომ მოხდეს შუალედური გადაწყვეტილებების გამოძებნა, კონსენსუსის გამოძებნა, იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას.
ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნა, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და განისაზღვროს ახალი არჩევნების თარიღი. ბუნებრივია ამას მოჰყვება ცესკოს და სხვა დამოუკიდებელი ორგანოების ცვლილება, რომელთაც უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და ობიექტური სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ჩაერთვებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ისინი ხედავენ ხალხის ნებას, ხალხის სურვილს, ამიტომ ამ პოლიტიკურ კრიზისს სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ვფიქრობ საფრანგეთის როლი ამ პროცესში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.