სამშაბათი, მარტი 10, 2026

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ კვირიკაშვილს შეხვდა

შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, – ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს

ანდერს სამუელსენის შეფასებით, საქართველო დანიის სამეფოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც დანია ყოველთვის მხარს დაუჭერს.

მხარეებმა ისაუბრეს დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ახალი, 2017-2021 წლების სტრატეგიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 27 მილიონი ევრო გამოეყოფა. საქართველოს მხარდაჭერის პროგრამა, ძირითადად, მოიცავს ორ თემატურ მიმართულებას – ადამიანის უფლებები და დემოკრატიული განვითარება; მდგრადი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და გაძლიერება.

პრემიერმინისტრმა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდამჭერი პროგრამისა და ქვეყნის ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

პრემიერმა დანიას გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში ჩართულობისთვის, რომელიც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა

ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისივე განცხადებით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.„როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არა მხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახდენილი ოცნება – 79 წლის მასწავლებელი, ლუარა სარიშვილი სკოლაში დაბრუნდა

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, 79 წლის მასწავლებელ ლუარა სარიშვილს ოცნება აუხდა და სკოლაში დაბრუნდა. განათლების მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით ის 173-ე საჯარო სკოლაში იმუშავებს. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, საქართველოს კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.რუკაზე საქართველო კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვის რეკომენდაცია ეძლევათ.თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების მე-4 დონეა და ამ რეგიონებში გამგზავრება არ შეიძლება, რამდენადაც არის მაღალი რისკი კრიმინალის, სამოქალაქო არეულობის, ნაღმების. ამ რეგიონებში დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები. რთულია ადმინისტრაციული საზღვრების იდენტიფიცირება, რის გამოც ამ ზონებში გადაადგილებას, შესაძლოა, დაკავება ან დაჯარიმება მოჰყვეს.სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებულ რუკაზე უსაფრთხოების სტატუსები შეცვლილია თურქეთის, ერაყის, საუდის არაბეთის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა, სადაც ჩერგოლეიშვილმა და ცისკარიშვილმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს.„შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს ჩერგოლეიშვილი, რაზეც ცისკარიშვილმა უპასუხა: „მოდი, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, რა“.ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა: „ტოლი კი არა, ​ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ“. ამის შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილის მისამართით დაწერა: „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე, შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ „თბილისის მუხეთე ადგილზე“ ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე, უვიცო არარაობა“.თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: „აუ, რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს – ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ, ძვირფასო? ​გამეშვი ახლა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ბოლო სიახლეები