ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

დანიის ელჩი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის მიმართ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაე, მშვიდობით განისვენოს

საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი, საელჩოს სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – წერს საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს მოხდება.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 საათზე დაიწყება.„დღეს, 2026 წლის 18 მარტს მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. 

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაერო-ს გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.„სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იაპონიის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დავუშვებთ სახელმწიფო დროშას

საქართველოში იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.„მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვებს სახელმწიფო დროშას“, – წერს საელჩო.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს სომეხთა ეპარქია – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამის, ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და საქართველოს მთელი მოსახლეობის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის სამძიმრის ტექსტში.როგორც სამძიმრის ტექსტში კირაკოს დავთიანი აღნიშნავს, ილია მეორის სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო.„კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო. საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

კახა კალაძე – მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია

ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის, რომლის ღვაწლი  ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და  მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს  კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.„უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის  განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები