დანიის გენერალური შტაბის უფროსი მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდი მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები ჯერ სრულად არ არიან მზად ომისთვის. ამის შესახებ მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდმა პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე განაცხადა.
ჰილდგაარდმა გააფრთხილა ქვეყნები, რომ რუსეთმა შესაძლოა, შეუტიოს ნატო-ს ტერიტორიას ამ ათწლეულის ბოლომდე.
„ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, გადავიდეთ ანალიზიდან მოქმედებაზე. ჩვენ არ გვჭირდება სრულყოფილი მზადყოფნა, გვჭირდება, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებული, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე“, – განაცხადა მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდმა.
დანიის გენერალური შტაბის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში თუ სურთ, 2030 წლამდე თავდაცვის უნარი ჰქონდეთ, ამისთვის ახლავე უნდა დაიწყონ სამზადისი.
„მაღალი ინტენსივობის ომი, სცენარი კი არა რეალობაა. დაკარგულ დროს ვერაფერი ანაცვლებს, გასული დრო სამუდამოდ არის დაკარგული“, – აღნიშნა დანიის გენერალური შტაბის უფროსმა.

