დამასკოში, ერთ-ერთ ეკლესიაში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. როგორც „როიტერი“ წერს, აფეთქება სირიის დედაქალაქში, მარ ელიას სახელობის ეკლესიაში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო, ის ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ჟილეტი ააფეთქა.
როგორც „როიტერი“ წერს, 2024 წლის დეკემბერში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს დამასკოში მომხდარი პირველი ასეთი თავდასხმაა.