პარასკევი, მაისი 9, 2025

დათი ქოქრაშვილის დედა: დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება, ხშირად ამბობდა – მინდა ჩემი რკინის ფეხით ჩასვლა თბილისში, ვიცი, რომ ბევრი მელოდებაო

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას, – ამის შესახებ დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მან ისაუბრა დათის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან დიდი ძალა და მოტივაციაა დათიკოსთვის ხალხის მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული, რომელსაც ხალხის მხრიდან ვგრძნობთ. გულშემატკივრების გვერდში დგომას დათიკო ძალიან აფასებს და დიდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დათიკომ იცის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მისი იმედი და არ უნდა მათ იმედი გაუცრუოს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ეს განწყობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მე მწამს ამის და ამის სჯერა ჩვენს ოჯახს და ყველა ჩვენს ახლობელს. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, ფაქტობრივად ჭრილობაზე ხდება პროთეზის დამაგრება და მაინც სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც ექიმმა გვითხრა, საჭიროა დრო გავიდეს, რაც აუცილებელია ადაპტაციისთვის. კანიც უნდა გაუხეშდეს, რათა ადვილი იყოს პროთეზის მოხმარება. თბილისში ჩამოსვლისთანავე უნდა ვატაროთ რეაბილიტაციის ცენტრში ინტენსიურად, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი. უნდა წონაში დაიკლოს და რაც მთავარია მოძლიერდეს. სანამ ყავარჯნების თავისუფლად გამოყენებას არ შეძლებს, მანამდე პროთეზის გამოყენება დათის გაუჭირდება. მაქსიმალურად უნდა მოვაძლიეროთ. ახლა ვფიქრობ, რომ პროთეზზე საუბარი და მისი გამოყენება ცოტა ადრე იყო. კარგად უნდა შეხორცებულიყო ჭრილობა და თვითონაც უფრო მეტად მზად უნდა ყოფილიყო. დიდი მოლოდინი გვქონდა და ახლა როდესაც პრაქტიკაში მოხმარებისას გაგვიჭირდა, ბავშვს ცოტა დემოტივაცია გაუჩნდა. როდესაც ხედავს, რომ ისე ვერ დადის, როგორც ეგონა ივლიდა და ამის მოლოდინი ჰქონდა, ახლა მოდუნდა და განიცდის.მეც ძალიან განვიცდი, რადგან ჩვენც სხვანაირად გვეგონა.იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. პროთეზი გადმოგვეცა ისე, როგორც ექიმმა გვითხრა,მაგრამ ჯერ კიდევ დასახვეწია. პერიოდულად უმუშავებენ იმ ადგილებს, სადაც ტკივილს გრძნობს. ყველანაირად ცდილობენ, რომ დახვეწონ და მოარგონ სხეულს. ველოდებით თანხების ბოლომდე გადაფარვას და სავარაუდოდ თვის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში საქართველოში დავბრუნდებით. ახლა ინტენსიურად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საქართველოში. დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება. სულ ამბობდა, რომ ასე არ უნდოდა ჩასვლა საქართველოში და ხშირად ამბობდა , რომ მინდა ჩემი რკინის ფეხი ჩასვლა თბილისში და ვიცი ბევრი მელოდებაო. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას“, – აღნიშნა ქრისტინე მამუკაშვილმა.

2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები