ორშაბათი, მაისი 19, 2025

დავით ჭიჭინაძე – 26 მაისს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს ვაჟკაცური, სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან

ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების კიდევ უფრო დაშინებას და იმის ჩვენებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ, – ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილის შვილმა, დავით ჭიჭინაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა გაიხსენა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, ამ ოპერაციის „მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან“.

„ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. მე ვერ მოვთხოვ მათ პასუხს, ვინც იცეკვა და იმღერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი აცეკვეს და ამღერეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს- მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით, ღამის ნოტარიუსების თემა და ასე შემდეგ, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა ძალიან დიდი სიმცირე იყო თავისუფალი აზრის გამოხატვის, თუნდაც, ტელევიზიით, არ იყო სოციალური ქსელები, ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო მრავლად ცნობილი. ახლა წამებში ვრცელდება ინფორმაცია. ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი მთელ საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. ხალხი იმდენად იყო დაშინებული, ყველამ ყველაფერი გაიგო, ჯერ კადრები ნანახი არ ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთს ჩურჩულით უყვებოდნენ, რა სასაკლაო და უბედურება მოხდა. ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ ყველა, ნებსით თუ უნებლიეთ თავისთვის ფიქრობდა, მეც შემეხება, ჩემს ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაჟკაცური, გემრიელი, სწორი და სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. მიიღეს ის, რაც დათესეს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მას შემდეგ, რაც დარბევა დაიწყო, ხელებშეკრული, მიწაზე დაყრილი ადამიანები დაახლოებით ექვსჯერ სცემეს დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე.

„26 მაისის სასამართლოზე როცა გახლდით დაზარალებულის სტატუსით, ერთ-ერთი ბრალდებული წამოხტა, გეგონება, არაფერი დაუშავებიათ და ეუბნება მოსამართლეს, ასე დეტალებში როგორ ახსოვს, ეს დადგმულიაო. მე ვუთხარი, ჯერ დაჯექი შენს ადგილას, რა გაძლევს უფლებას, რომ ასეთი რამ თქვა, ამდენი წელი გავიდა, დილით რომ ვდგები, ყოველ დილით ჩემს ნაიარევს ვუყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახლდით პარლამენტის წინ, ტროტუარზე, ჩემი ცოლის ძმა, თემურ ლოგუა იდგა შუაში. ეს იყო დედაჩემის, ნონა გაფრინდაშვილის და ჩვენი ოჯახის წევრების სურვილიც, რომ ვყოფილიყავით ხალხში და არა სადღაც სცენაზე, რადგან უბედურება თუ მოხდებოდა, პირველი დარტყმა ხალხთან ერთად ჩვენც მიგვეღო. ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, უკვე ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ ცუდად ვხედავდით, ცუდად ვსუნთქავდით და ამ დროს მახსოვს, მომხვდა კონდახი. როდესაც ჩემ წინ ქალბატონი მირბოდა, ხელის გადაფარება მოვინდომე, ყველაფერი ინტუიციურად ხდებოდა იმ მომენტში, წამებში. მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა და ხელბორკილები რომ დამადეს, იმის შემდეგ, ვიდრე მაშინდელ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, ექვსჯერ დამაწვინეს გზაში და ექვსჯერ გამლახეს – მარტო მე არა, იქ დაყრილები, ყველანი. ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე, კადრებშიც ჩანს. მინდა, ახალგაზრდა თაობამ  ამას კარგად მოუსმინოს. მათ ცეკვა და „ბატლები“ ძალიან გათავისებული აქვთ, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთი-ორი სპეცრაზმელი შემოირბენდა ამ დაყრილების ჯგუფში, ან კონდახით, ან ხელკეტით რამდენიმეს დაარტყამდა თავში, სახის არეში, რომ თავიანთი ხელმძღვანელობის ყურადღება მიექცია. ანუ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თავი უნდა მოეწონებინათ, კარგი პრემია რომ მიეღოთ. ამას მერე მივხვდით, რადგან საკვირველი იყო: რამდენიმე შემოირბენდა, დაუვლიდა ვისაც გადასწვდებოდა კონდახით ან ხელკეტით, ორი წუთით გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 20-30 მეტრით, დაგვყრიდნენ ისევ, მერე მეორე შემადგენლობა შემოირბენდა, ჩაგვარტყამდნენ და ასე დაახლოებით 6-ჯერ მოხდა. იმ სიტყვებს და მუქარებს აღარ ვიტყვი, რასაც ამბობდნენ, „რუსის მონებო“ და ასე შემდეგ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

როგორც კომისიის სხდომაზე დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რუსთაველზე ცემის შემდეგ, ხალხი ავტობუსებში ჩაყარეს და პოლიციის სამმართველოსთან მიიყვანეს, სადაც მათ ე.წ. კორიდორში გავლა მოუწიათ.

„იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა, რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რომ ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, რომლებსაც სპეციალური „შიპებიანი“ ხელთათმანები ეცვათ და მე სახე გაგლეჯილი მქონდა. ცნობილი ქირურგი იყო ქირურგიის ინსტიტუტში, ტრისტან ფერაძე, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა და მან თქვა, რომ ტუჩი იყო გახვრეტილი. ეს იყო პროფესიონალური, მიზანმიმართული დარტყმა, რომელმაც გახვრიტა ტუჩი, თან მთლიანად სისხლში ვიყავი და მიმანებეს თავი. ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, პოლიციის სამმართველოსთან რიგები იდგა ავტობუსის. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ხელს, ვერც ფეხს. გადმოვედი და სიმწრით რომ მიხვდები, კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ ასეთ ნაცემს. 20-25 დარტყმა ხელკეტით კიდევ მივიღე პოლიციის სამმართველოსთან ყველა მხარეს – კეფაში, თავში, სახეში მხრებში“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დასაქმების კვირეული – 2025“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ფაკულტეტების ჩართულობით და სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მასშტაბური ფორუმი - „დასაქმების კვირეული - 2025“ გაიხსნა, რომელშიც 170-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, დასაქმების ფორუმით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დასაქმების კვირეულზე ყველა ის ახალგაზრდა მიიწვია, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.საუნივერსიტეტო „დასაქმების კვირეული - 2025“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პირველ სასწავლო კორპუსში გახსნა და სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს წარმატებები უსურვა.რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიზანია, დასაქმებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით, ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ახალგაზრდებს და ისინი საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებსა და ბიზნესკომპანიებთან საუნივერსიტეტო სივრცეში დააკავშიროს.„რამდენიმე წელია დასაქმების ფორუმმა შთამბეჭდავი მასშტაბები შეიძინა და ეფექტიანი საუნივერსიტეტო პლატფორმა გახდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მხარდასაჭერად, ასევე, უნივერსიტეტს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს შორის პარტნიორობის გასაღრმავებლად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე ქართული კომპანიების ასეთი სიმრავლეა. დასაქმების კვირეული დღეს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სასწავლო კორპუსში, ფაკულტეტების აქტიური ჩართულობით გაგრძელდება. საუნივერსიტეტო ფორუმზე დამსაქმებელი ორგანიზაციების ასეთი სიმრავლე ოპტიმიზმის რეალურ საფუძველს გვაძლევს. კვირეულზე ველით ქვეყნის შრომის ბაზარზე მოქმედ 170-მდე ავტორიტეტულ ორგანიზაციას და ბიზნესკომპანიას, რომლებიც ახალგაზრდებს აქტიურ ვაკანსიებსა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებს შესთავაზებენ. ეს პროფესიის მიხედვით დასაქმების უნიკალური შესაძლებლობაა. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული მიდგომების საუნივერსიტეტო სივრცეში გააქტიურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. თავისთავად, აღნიშნული პროცესი მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამავდროულად, მიზნად ისახავს უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას და მათი რიგების შევსებას იმ ახალგაზრდა პროფესიონალებით, რომელთაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს. ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს სწორედ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ კვალიფიციურ კადრებზე დაყრდნობით შეაქვთ უდიდესი წვლილი საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ყველა ორგანიზაციას, რომელიც საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმში მონაწილეობს“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე ამბობს, დასაქმების ყოველწლიური მასშტაბური ფორუმის ჩატარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა. ფორუმი, რომელმაც მიმდინარე წელს კვირეულის ფორმატი შეიძინა, საუნივერსიტეტო სივრცეში უკვე მეოთხედ ტარდება.„სხვა პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, ააშენოს ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის. უნივერსიტეტის ერთ-ერთი და უმთავრესი საზრუნავი, მაღალხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვის გარდა, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. ვფიქრობთ, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების მიმართულებით მძლავრი და ქმედითი პლატფორმა მოქმედებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს, ყველა ახალგაზრდას განვითარებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები შეუქმნას. აღნიშნულის ნათელი დადასტურება წლევანდელი საუნივერსიტეტო ფორუმიც არის, რომელიც ამჯერად, მასშტაბების გაფართოების გათვალისწინებით, უკვე კვირეულის სახით შევთავაზეთ ჩვენს ახალგაზრდებს. ვიმედოვნებთ, საუნივერსიტეტო ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მრავალ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს გაუკვალავს გზას და ღირსეულად დასაქმებაში მხარდაჭერას აღმოუჩენს", - აღნიშნავს ნატო ქათამაძე.„დასაქმების კვირეული - 2025“-ს ვიცე-რექტორები, თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, დამსაქმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.სტუ-ის ინფორმაციით, დასაქმების კვირეული, რომელშიც ჩართულია ყველა ფაკულტეტი, 23 მაისის ჩათვლით, მონაცვლეობით ტარდება სტუ-ის სასწავლო შენობებში: 19 მაისს - პირველ კორპუსში; 20 მაისს - მე-6 კორპუსში; 21 მაისი - მე-11 კორპუსში; 22 მაისს - მე-3 კორპუსში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის ფარგლებში, 170-მდე სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის სტენდი იქნება განთავსებული. დამსაქმებელი ორგანიზაციები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საერთო ჯამში, 1500-ზე მეტ ვაკანსიასა და სტაჟირების ანაზღაურებად პროგრამებს შესთავაზებენ. ახალგაზრდები ამომწურავ ინფორმაციას თუ კონსულტაციებს უშუალოდ ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღებენ, სასურველ ვაკანსიებს შეარჩევენ და განაცხადებს ადგილზე შეავსებენ. 23 მაისს კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია „დასაქმების კვირეული - 2025“-ის შედეგებს შეაჯამებენ.

უცხოური მედია – ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი თავდაცვითი ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც 150 მილიარდი ევროა და მისი მიზანია ევროპული თავდაცვის განმტკიცება

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი თავდაცვითი ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც 150 მილიარდ ევროა და მისი მიზანია ევროპული თავდაცვის განმტკიცება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ და „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს.როგორც „როიტერს“ ევროკავშირის დიპლომატმა უთხრა, ფონდი, რომლის შექმნის ინიციატივითაც ევროკომისია წელს მარტში გამოვიდა, შეივსება ერთობლივი სესხებით და თანხებს გადასცემს მხოლოდ ევროკავშირის წევრებს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას. ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაიხარჯება სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ევროპული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე.ბრიუსელისგან მიღებული კრედიტების გადარიცხვა შეიარაღების სისტემების შესაძენად შესაძლებელი იქნება ერთობლივი შესყიდვის გზით, რაც მიზნად ისახავს ევროპის გადაიარაღებას.როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ფონდის შექმნის შესახებ პოლიტიკური შეთანხმება 19 მაისს იყო მიღწეული. ოფიციალურად გადაწყვეტილება 21 მაისს გამოცხადდება.

ევროკომისიის ანგარიში – საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება, თუმცა დარჩება მყარ, 5-6%-იან მაჩვენებელზე

ევროკომისიის ვებგვერდზე ევროპული ეკონომიკური პროგნოზი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4%-ით. ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახელმწიფო მოხმარება, რასაც ხელი შეუწყო ხელფასების მკვეთრმა ზრდამ, დასაქმების მატებამ და სწრაფად მზარდმა სამომხმარებლო სესხებმა. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც, რაც განპირობებული იყო ბიზნესის სესხების ზრდით, საწარმოთა კარგი ფინანსური შედეგებითა და საჯარო ინვესტიციების გაძლიერებით.„ზრდის პროცესში საქონლისა და მომსახურების სუფთა ექსპორტისა და მარაგების წვლილი  უარყოფითი იყო. მიწოდების მხრიდან, დამატებული ღირებულება ყველაზე მეტად გაიზარდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მომსახურების სფეროებში. საქართველო აგრძელებს სარგებლის მიღებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გარკვეული მომსახურებებისა და სავაჭრო მარშრუტების რუსეთისგან გადამისამართების შედეგად, რაც ნაწილობრივ ასახავს რუსეთის ფედერაციიდან შიდა მიგრაციის მნიშვნელოვან მასშტაბს.მოსალოდნელია, რომ 2025 და 2026 წლებში ზრდა შენელდება, თუმცა დარჩება მყარ მაჩვენებელზე– 5-6%-ის ფარგლებში. მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად კვლავ კერძო მოხმარება დარჩება, რომელსაც მხარს დაუჭერს ძლიერი სამომხმარებლო სესხები და რეალური ხელფასების ზრდა, თუმცა შედარებით უფრო ნელი ტემპით.მოსალოდნელია ინვესტიციების ზრდაც, რაც განპირობებული იქნება ბიზნეს სესხების დინამიკითა და ძლიერი საჯარო  ინვესტიციებით, თუმცა 2025 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესის ნდობის დონე მკვეთრად დაეცა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე. სუფთა  ექსპორტის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, სავარაუდოდ, კვლავ უარყოფითი იქნება,  თუმცა ნაკლებად, ვიდრე 2024 წელს, რადგან ძლიერი მოხმარებითა და ინვესტიციებით გამოწვეულ საქონლის იმპორტზე მოთხოვნა, როგორც მოსალოდნელია, გადააჭარბებს ტურიზმისა და სხვა მომსახურებების ექსპორტის ზრდით მიღებულ დადებით წვლილს. ამ პროგნოზს ახლავს განსაკუთრებულად მაღალი გაურკვევლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარების მიმართულების თვალსაზრისით, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა განწყობებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაფართოების მხარდაჭერით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, კერძოდ – 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე. მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის დონის კლება შენარჩუნდება 2025 და 2026 წლებში, თუმცა უფრო დაბალი ტემპით. ანგარიშის თანახმად, დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს გაიზარდა 2.5 პროცენტული პუნქტით, თუმცა კვლავაც შედარებით დაბალ დონეზე — 47.1%–ზე დარჩა.„წინასწარი მონაცემები მიუთითებს ხელფასების ძალიან ძლიერ ზრდაზე, 2024 წელს რეალურ პირობებში 15%-ით, რაც რამდენიმე ფაქტორს ასახავს: რუსეთიდან მაღალკვალიფიციური მიგრანტების ხელფასების გავრცელებას, განსაკუთრებით IT სექტორში, ქართული კომპანიების მზაობას, რომ მოახდინონ მზარდი საყოფაცხოვრებო ხარჯების კომპენსაცია, განსაკუთრებით კი მთავარ ქალაქებში საცხოვრებელი ფართის ქირის ფასების, ზოგიერთ საწარმოო სექტორში მუშახელის დეფიციტისა  და 2024 წელს ინფლაციის სწრაფი შემცირების. ხელფასების ზრდა მოსალოდნელია, რომ შენელდება მომდევნო წლებში, თუმცა პროდუქტიულობის ზრდაზე მაღალი მაჩვენებლით შენარჩუნდება“, – ნათქვამია ანგარიშში.ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საშუალო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წელს შემცირდა და შეადგინა 1.1%, რაც დაბალი იმპორტირებული ინფლაციისა და ეროვნული ბანკის გონივრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. თუმცა, 2025 წლის პირველ თვეებში ინფლაცია გაიზარდა და აპრილში 3.4%-ს მიაღწია.„მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ის საშუალოდ 4%-ს შეადგენს. სამომხმარებლო ფასების აჩქარებული ზრდა დაკავშირებულია ხელფასების ზრდის ეფექტის გავრცელებასთან, ლარის შეზღუდულ გაუფასურებასთან და ბაზისურ ეფექტებთან. მოლოდინის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორები თანდათანობით შესუსტდება, რის შედეგადაც ინფლაცია 2026 წელს დაუბრუნდება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს“, – ნათქვამია ანგარიშში.ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და 2024 წელს მშპ-ის 4.3% შეადგინა, მაშინ, როცა 2023 წელს ის 5.6%-ს აღწევდა. „საქონლის ექსპორტი აშშ დოლარში 6%-ით გაიზარდა, რაც მეტალურგიული პროდუქციისა და რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მოთხოვნის აღდგენის დამსახურებაა.  იმპორტი მსგავს ტემპში გაიზარდა, რაც განპირობებული იყო შიდა მოთხოვნის ზრდით როგორც საინვესტიციო, ისე სამომხმარებლო საქონელზე. მომსახურების სფეროში უფრო მაღალმა პროფიციტმა და საინვესტიციო შემოსავლის წმინდა გადინების შემცირებამ ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, ხოლო ფულადი გზავნილების შემცირებულმა შემოდინებამ საპირისპირო ეფექტი მოახდინა. 2025 და 2026 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის უმნიშვნელოდ გაზრდაა მოსალოდნელი. მომსახურების სფეროში ჭარბი შემოსავლის ზრდაა პროგნოზირებული, ძირითადად ტურისტების მზარდი ნაკადის დამსახურებით, რაზეც, როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გავლენას არ ახდენს, ხოლო სავაჭრო დეფიციტი გაიზრდება, რადგან იმპორტი, სავარაუდოდ, ექსპორტზე უფრო სწრაფად გაიზრდება“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2024 წელს მთავრობის ზოგადი პროდუქტიულობა მხარდაჭერილი იყო ძლიერი შემოსავლებით, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი იყო.„ეს გააძლიერა ეკონომიკურმა გაფართოებამ, ხელფასების ზრდამ, რამაც გაზარდა საშემოსავლო გადასახადის შემოსავლები, ასევე დისკრეციულმა ზომებმა, როგორიცაა სამორინის საფასურისა და საბანკო სექტორის გადასახადების ზრდა. მიმდინარე ხარჯები იმავე პერიოდში 20%-ით გაიზარდა, ძირითადად საჯარო სექტორის ხელფასებისა და საპროცენტო ხარჯების ზრდის გამო, ხოლო უკვე მაღალი კაპიტალური ხარჯები 10%-ით გაიზარდა.2024 წელს სამთავრობო დეფიციტმა მშპ-ს 2.1% შეადგინა, რაც ნაკლებია ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ 2.5%-იან დეფიციტზე.მოსალოდნელია, რომ დეფიციტის და მშპ-ის შეფარდება 2025 და 2026 წლებში დაახლოებით 2%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ქვეყნის ფისკალური წესით განსაზღვრულ 3%-იან ზღვარზე. 2024 წლის დეკემბერში სამთავრობო ვალმა მშპ-ს 36.1% შეადგინა და მოსალოდნელია, რომ პროგნოზირებულ ჰორიზონტზე კიდევ უფრო შემცირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამგორში ქარმა ხე მოგლიჯა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

სამგორში, მეტროს მიმდებარედ ქარმა ხე მოგლიჯა. როგორც კადრებიდან ირკვევა, დაზიანდა რამდენიმე მანქანა.ხე გზაზე რამდენიმე მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზა ამ დროისთვის გადაკეტილია.ნახეთ კადრები ↓

თინა ბოკუჩავა წითლიძის განცხადებაზე – “შეუძლიათ ადამიანებს სიტყვებზე გამოეკიდონ და მოახდინონ მისი ინტერპრეტირება”

"ნაციონალური მოძრაობის" აღიარებად აფასებს "ქართული ოცნება" ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 200 000 ხმა მიიღო."ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ანა წითლიძის განცხადებაზე მსგავსი შეფასებები, სიტყვებზე გამოკიდებაა."შეუძლიათ ადამიანებს სიტყვებზე გამოეკიდონ და მოახდინონ მისი ინტერპრეტირება. ამ საარჩევნო შედეგს არ ენდობა არც საქართველოს მოქალაქე და არც საერთაშორისო პარტნიორი.რა ციფრებიც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ის დაწერა ამ არჩევნებში. ამას ფიქრობს არა მხოლოდ ანა, არამედ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა", - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა კი აცხადებს, რომ ეს კონკრეტული ადამიანის განცხადებაა, ხოლო მათ პარტიას აქვს მტკიცებულებები, რიომ "არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, იყო გაყალბებული":"ეს გახლავთ კონკრეტული პიროვნების განცხადება. რაც შეეხება "ლელო - ძლიერ საქართველოს", ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს საარჩევნო უბნებზე ძალიან მძიმე დარღვევების ფაქტებზე.პროცესები, რომელიც ხდებოდა სასამართლო უწყებებში და ცესკოს საოლქო კომისიებში, გახლავთ მთლიანი მოცემულობა იმისა, რომ გვქონდა საუბრის საფუძველი - არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, იყო გაყალბებული", - განაცხადა ლანა გალდავამ.

ბოლო სიახლეები