სამშაბათი, მარტი 11, 2025

დავით სონღულაშვილი – ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტები მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე იმ ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე იმ ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც შუა აზიის ქვეყნებს გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა თურქმენეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვიზიტებისას ხდება სხვადასხვა ტიპის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება.

„ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ ძალიან დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის გაძლიერების მიმართულება, ასევე ჩვენი გამოცდილების მათთვის გაზიარება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხდება შეთანხმების გაფორმება თურქმენეთში ჩემს კოლეგასთან. მნიშვნელოვანია ასევე ფიტოსანიტარული მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის ერთმანეთთან გაზიარება. ასევე, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები და უკეთ შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს – „სქაი ნიუსი“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა უკრაინის თანხმობას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.„ჩვენ გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთთან შეხვედრას დღეს ან ხვალ გამართავს.

მაიკ უოლცი – მე ვისაუბრებ რუს კოლეგასთან მომდევნო დღეებში, რუბიო შეხვდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ხუთშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი თეთრ სახლს ეწვევა

პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ეს დიპლომატიური ძალისხმევა ოვალურ კაბინეტში ორივე ლიდერთან, როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრით და ახლა ეს დიპლომატია გრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.მაიკ უოლცის თქმით, მომდევნო დღეებში საუბარი ექნება რუს კოლეგასთან, ასევე, სახელმწიფო მდივანი რუბიო შეხვდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა თეთრ სახლს.„მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები და წარმოადგინეს კონკრეტული წინადადებები, არა მხოლოდ ჩვენი წინადადების მიღებით, რომელიც ითვალისწინებს სრულ ცეცხლის შეწყვეტას და რომლის დეტალებიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ერთობლივად გამოქვეყნებულ განცხადებაში, არამედ ჩვენ ასევე განვიხილეთ არსებითი დეტალები იმის შესახებ, როგორ დასრულდება ეს ომი საბოლოოდ, რა ტიპის გარანტიები ექნებათ მათი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ასევე, რეალურად განვიხილეთ, რა იქნება საჭირო ამ საშინელი საომარი მოქმედებების საბოლოოდ დასასრულებლად. მეორე საკითხი, რომელიც მინდა, ნათლად ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ეს დიპლომატიური ძალისხმევა ოვალურ კაბინეტში ორივე ლიდერთან, როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრით. და ახლა ეს დიპლომატია გრძელდება. ჩვენ გვყავს დასახელებული დელეგაცია რუსული მხრიდან მომდევნო ნაბიჯებისთვის, ჩვენ გვყავს დასახელებული დელეგაცია უკრაინული მხრიდან მომდევნო ნაბიჯებისთვის. მე ვისაუბრებ ჩემს რუს კოლეგასთან მომდევნო დღეებში, სახელმწიფო მდივანი რუბიო შეხვდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ხუთშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი თეთრ სახლს ეწვევა. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესს“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა.

მარკო რუბიო: ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე.„ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.„ჩვენ შეთავაზებას წარვუდგენთ. ჩვენ მათ ვეტყვით - ეს არის ის, რაც მაგიდაზეა. უკრაინა მზად არის შეწყვიტოს სროლა და დაიწყოს საუბარი, ახლა კი მათზე იქნება დამოკიდებული, თქვან კი ან არა. იმედი მაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. თუ ისინი იტყვიან უარს, მაშინ ჩვენ, სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის დამაბრკოლებელი აქ მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.მისი თქმით, უკრაინამ ასევე გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადების თანახმად, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას

უკრაინა მზადაა, მიიღოს აშშ-ის წინადადება, ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.„დღეს ჯედაში, საუდის არაბეთში, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის მიმართულებით. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და შეერთებული შტატების ხალხის მიმართ, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებასა და ერთდროულ განხორციელებაზე. შეერთებული შტატები აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არის მშვიდობის მიღწევის გასაღები. შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და განაახლებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.განცხადების თანახმად, „დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო პირების გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება“.„ორივე დელეგაცია შეთანხმდა, რომ დაასახელებენ თავიანთ მომლაპარაკებლების გუნდებს და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპელი პარტნიორები ჩართული იქნებიან სამშვიდობო პროცესში.ბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის განვითარებისთვის, რათა გაფართოვდეს უკრაინის ეკონომიკა, დაიფაროს ამერიკული დახმარების ხარჯები და გარანტირებული იყოს უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება​​​​​​​​​​​“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

20 წლის მარი ანანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და უცხოეთში გადაყვანა ჭირდება

20 წლის მარი ანანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ახალგაზრდა გოგო უკვე 6 თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფოდ სტამბულის კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.ოჯახს ძვირადღირებული მედიკამენტებისა და მკურნალობის სახსრები აღარ აქვს. დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:საქართველოს ბანკი: GE63BG0000000538740198თიბისი ბანკი: GE68TB7525845064300074მიმღები: ნათია ანანიძე

ბოლო სიახლეები