კვირა, მარტი 23, 2025

დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი დღის „დედამიწის საათის“ მნიშვნელობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„საქართველო უკვე მეჩვიდმეტედ უერთდება აქციას, რომლის ფარგლებშიც ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეს სიმბოლური აქტი მიზნად ისახავს იმ რეალობის შეხსენებას, რომ პლანეტა, ჩვენი გარესამყარო სულ უფრო მეტად ზიანდება ჩვენი ყოველდღიური ზეგავლენით. ეს ზეგავლენა არის ერთ-ერი მიზეზიც გლობალური კლიმატური ცვლილების, რომელთანაც გამკლავებისთვის საზოგადოების გაერთიანებას, ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა. „დედამიწის საათი” მილიონობით ადამიანს სწორედ ამ იდეის გარშემო აერთიანებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სპორტული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას – ირაკლი კობახიძე

მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას,  რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის სურვილია, ხელი შეუწყონ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ სომხეთის პრემიერ-მინისტრს,ნიკოლ ფაშინიანს. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას,  რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია.საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს რიცხვი 50,021 შეადგენს, ტერიტორიის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 2.1%-ს, ანუ დაახლოებით ყოველ 50-ე ადამიანს.„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ სულ 113 274 ადამიანი დაშავდა. მათივე განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები ან ხანდაზმული ადამიანები არიან.„ბიბისის” ცნობით, ეს არის მხოლოდ საავადმყოფოებში რეგისტრირებული გარდაცვლილების მონაცემები.

გოგა ხაინდრავა ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„ჯ.უილსონი - ქართველი ხალხი უარყოფს ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას! რად უნდა გიღირდეს სამშობლო, რომ ამ ცილისმწამებელი გარეწარის, ბოროტი ვნებების დასაკმაყოფილებლად ქვეყანას მტრობდე!“ - წერს ხაინდრავა.

კრემლში მიიჩნევენ, რომ რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარმა მათი პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა დააახლოვა

კრემლში მიაჩნიათ, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარმა მათი შეხვედრა დააახლოვა, – ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი იყო ნდობით აღსავსე და გულწრფელი, რომელიც კონსტრუქციულ სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა.„ეს იყო აბსოლუტურად ნდობით აღსავსე, გულწრფელი, კონსტრუქციული სამუშაო ატმოსფერო, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა პესკოვმა.ამასთან, პესკოვის თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარტო იმყოფებოდა.ჟურნალისტის კითხვაზე, დააახლოვა თუ არა ამ საუბარმა ორი ლიდერის უშუალო შეხვედრა, პესკოვმა მოკლედ უპასუხა: „უდავოდ“. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა საფუძვლიანად უნდა იყოს მომზადებული და რთულ ტექნიკურ მოლაპარაკებებს მოითხოვს.„ცხადია, რომ ეს შეხვედრა სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული, საჭიროა ჯერ რთული ტექნიკური მოლაპარაკებების ჩატარება, სწორედ ამიტომ, ორშაბათს, ჩვენი მომლაპარაკებლები გაემგზავრებიან ერ-რიადში ამ რთული პროცესის დასაწყებად“, – განაცხადა პესკოვმა.

ბოლო სიახლეები