ოთხშაბათი, დეკემბერი 25, 2024

დავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში თუ რამე ქმნის ანტიევროპული განწყობების საფუძველს, ეს არის ცალკეული ევროპელი ჩინოსნების უსამართლო დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და თუ რამე ქმნის ანტიევროპული განწყობების საფუძველს, ეს არის ცალკეული ევროპელი ჩინოსნების უსამართლო დამოკიდებულება, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის წევრის განცხადებას, რომლის თანახმად, მიხაელ როთი, ხალხს მოუწოდებს, გერმანიის არჩევნებში ვითომდა ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მიხაელ როთი თავად ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარეულიყო.

„ჩვენს ქვეყანაში თუ რამე აღვივებს, თუ რამე ქმნის საერთოდ საფუძველს ანტიევროპული განწყობების, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც გააჩნიათ ცალკეულ ევროპელ ჩინოსნებს საქართველოსთან მიმართებაში. ის ტყუილი და ცილისწამება, რომელიც პირადად როთისგან მომდინარეობდა საქართველოსთან მიმართებით, ესეც არის ის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომლისგანაც ჩვენი მოქალაქეების დაცვას ვცდილობთ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორედ აი ასეთი ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჰელსინკის კომისია – ახლა დროა, აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი

ახლა დროა, აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. „ქართველები ჩართულნი არიან ეგზისტენციალურ ბრძოლაში თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის და კონგრესის ორივე პარტიის წევრები დგანან მათ გვერდით. ახლა დროა, აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

გენერალი კით კელოგი – დონალდ ტრამპს სურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უკრაინაში

აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უკრაინაში, – ამის შესახებ „ფოქსთან“ ინტერვიუში გენერალმა, კით კელოგმა განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს. კელოგის თქმით, უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევის წინა მცდელობები, რომელიც ცნობილია როგორც მინსკის პროცესი, „წარუმატებელი აღმოჩნდა“. ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ 175 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია და ახლა დროა, ევროპის ქვეყნებმა გაზარდონ დახმარება. „პრეზიდენტი ძალიან, ძალიან თანმიმდევრულია იმაში, რაც მას სურს, რაც არის მკვლელობის შეჩერება და რეგიონში მშვიდობის დამყარება. ეს არის მისი საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. მაგრამ მას სურს მშვიდობა, რომელიც სამართლიანი, სტაბილური და უსაფრთხო იქნება. მას ესმის მოკავშირეებთან და ასევე ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის მნიშვნელობა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამის დანახვა და მე ნამდვილად მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს შედარებით ახლო მომავალში“, – განაცხადა კით კელოგმა.

გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია

გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია – თვის მოთამაშის გამოვლენა კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაიწყო. კლუბის პრეს-სამსახურმა დეკემბერში გიორგი მიქაუტაძის გარდა კიდევ ორი მოთამაშე გამოარჩია – შემტევი ნახევარმცველი რაიან ჩერკი და მცველი ნიკოლა ტალიაფიკო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დეკემბერში „ლიონის“ ფორმით ყველა ტურნირზე (ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ევროპის ლიგა) 5 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ნიკა გვარამია – ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული

პოლიტიკური სპექტრი თავისი გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვნად უკან არის, ვიდრე ხალხი, ამიტომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა. „ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, თუ რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვნად უკან თავისი გადაწყვეტილებებით, ვიდრე ხალხი. ეს არც ცუდია და არც კარგია, ეს მოცემულობაა. კარგია, რომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც ძალიან კარგი და სწორია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, პრეზიდენტი ისაუბრებს. თუმცა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ საუბარია  არჩევნების ჩანიშვნაზე, ჩატარების წესთან დაკავშირებით და „როგორ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები მიღებული, პროცესის ფორმალიზაცია“. „თუ მხოლოდ იმაზე ვიფიქრებთ, „ოცნების“ მხრიდან რას რა რეაქცია ექნება, მაშინ ყველა გადაწყვეტილება ერთნაირი იქნება, ანუ არაფრის კეთება. „ოცნების“ მხრიდან ყველაფერს ექნება დესტრუქციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა…” – ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია

2017 წლის მაისში თბილისში, ისნის რაიონში შვილმა დედა მოკლა. მშობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა ბალერინა აღმოჩნდა. ანი აყვანილი შვილია, მას 2 წლიდან ზრდიდნენ მშობლები. მამა ტრაგედიამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. ანამ დედის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა. ის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაახლოებით 15-18 წელი ცეკვავდა და მსოფლიოს 80 ბალერინას შორის იყო დასახელებული, ვინც ყველზე უკეთ ასრულებდა გედის პარტიას. ანა მეუღლეს რამდენიმე წლით ადრე დაშორდა. მათ შვილი არ  ჰყოლიათ. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, პრიმა ბალერინა ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. ფეხზე ტრავმა მიიღო და სცენაზე პირველხარისხოვანი როლები აღარ ჰქონდა.   ანა ოჯახის ერთადერთი შვილია. მამამისი ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო კაპელის ერთ-ერთი წევრი იყო. დედა -  ასოცირებული პროფესორი. იგი  თბილისის  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებულმა დედას თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ისიც ცნობილია, რომ შვილმა თითქმის 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად გაატარა, განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა, რადგან ტელეფონს არავინ პასუხობდა. მან პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა. კარგა ხანს ბინის კარი არავინ გააღო, ბოლოს პოლიციამ ბინაში შეაღწია და იქ უმძიმესი სურათი დახვდა. ოთახი არეული იყო, იქვე ესვენა მოხუცის ცხედარი, სახლში იყო ბალერინაც. მკვლელობაში ბრალდებულ ბალერინას სასამართლომ იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა განუსაზღვრა და ის ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადიოდა მკურნალობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი. „სამართლებრივად, იძულებითი მკურნალობის მაქსიმალური ვადა 4 წელია. თუ ანა გამოჯანმრთელდება, შესაძლებელია, ის ამ დაწესებულებიდან ადრეც გათავისუფლდეს, მაგრამ თუ მდგომარეობა დამძიმდება, მას იქ მეტი ხნით დარჩენა მოუწევს. ყველაფერი მკურნალობაზეა დამოკიდებული. თუ ანა საზოგადოებისთვის საშიში გახდება და მდგომარეობა დამძიმდება, მას გამოჯანმრთელებამდე გარეთ არავინ გამოუშვებს. დღევანდელი მონაცემებით, ექსპერტიზის დასკვნით სასამართლომ წელიწადი და 6 თვე მკურნალობისთვის საკმარისად ჩათვალა”, – განაცხადა მაშინ ანის ადვოკატმა, ვახტანგ აბესაძემ. მისი თქმით, ანის მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს. „როცა ველაპარაკებოდით, ვერაფერს იხსენებდა, უცნაურ მდგომარეობაში ვარდებოდა, კანკალებდა. შესაბამისად, აღარ ვაიძულებდით, კონტაქტში შემოსულიყო“, – ამბობდა ადვოკატი. დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინა ქალთა მეხუთე დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც უკვე გამოვიდა. სასამართლომ დაზარალებულად გარდაცვლილის და ცნო. დაზარალებული სასამართლოს განჩინებით უკმაყოფილო იყო და უფრო მკაცრ სასჯელს ელოდნენ, მაგრამ დავა არ გაუგრძელებიათ. ანის ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ დეიდის ოჯახი ანის გათავისუფლების შემდეგ არ შეურიგდა. – როდესაც ანი დაწესებულებიდან გამოვიდა, დეიდამ სახლის გასაღები მეზობელთან დაუტოვა და შეუთვალა, რომ მასთან ურთიერთობის აღდგენა არ ეცადა და თუ მივიდოდა, პოლიციას გამოიძახებდა. 2 წლიდან გაზარდეს დედამ და დეიდამ და დიდი ამაგი აქვთ მასზე. რაზე უნდა ესაუბროს, რომ მივიდეს?  თვალებში როგორ შეხედავს? ანის დეიდაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და როცა ანი ციხიდან გამოვიდა, ფულიც კი გამოუგზავნა, მშიერი რომ არ ყოფილიყო, სანამ რაიმე გზას დაადგებოდა. მკვლელობამდეც ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ დედისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია და ეს წლები გრძელდებოდა. იძახებენენ პოლიციას და ნარკოლოგიურში გადაჰყავდათ. სასმელზე იყო დამოკიდებული, არაყს ეძალებოდა და ძალიან ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. ახლა გავიგეთ, რომ აღარ სვამს და სალონში მუშაობს. ცხოვრობს იმ სახლში, სადაც მკვლელობა ჩაიდინა.   დეიდის ოჯახი ციხეშიც ყურადღებას აქცევდა, ტანისამოსს უგზავნიდნენ, ყველაფრის მიუხედავად. როგორც ვხვდებით, ანი დედის საფლავზეც დადის, რომელიც თვითონ მოკლა, რადგან სასაფლაოზე მისულ ოჯახის წევრებს ხვდებათ ლარნაკში ჩალაგებული ცოცხალი ყვავილები და სხვა არავინ მიიტანდა, მის გარდა.

ბოლო სიახლეები