პარასკევი, მარტი 13, 2026

დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოების მოთხოვნაა, ამ საკითხისთვის თავისი სახელის დარქმევა, იქნება გამჭვირვალე პროცესი

პარლამენტის საგამოძიებო სტრუქტურა მალე ფუნქციონირებას დაიწყებს, იქნება გამჭვირვალე პროცესი, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარე პროცესებს თავისი სახელი დაერქვას და დღეს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

„მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. საზოგადოების მოთხოვნაა, ამ საკითხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისთვის თავისი სახელის დარქმევა. სამწუხაროდ ეს დღემდე ვერ განხორციელდა. დღეს არის სუვერენული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის, რომ სრულად დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს მოთხოვნა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.ერთობლივი განცხადების ტექსტს ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.„მადლობას ვუხდით პროფესორ პატრიცია გრიჟებიკს, მოსკოვის მექანიზმის ერთადერთ მომხსენებელს, მისი ზუსტი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური მუშაობისთვის და დღეს მონაწილე სახელმწიფოებისთვის წარდგენილი ყოვლისმომცველი ანგარიშისთვის. ანგარიში იძლევა საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენების დეტალურ და სანდო შეფასებას და გვთავაზობს მკაფიო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების, მონაწილე სახელმწიფოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.ამავდროულად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს მომხსენებლის ქვეყანაში ვიზიტს და ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის შეხვედრებს სამთავრობო ინსტიტუტებთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ეს ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმის საფუძვლად მიიჩნიოს.ასევე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და სხვა თანამოსაუბრეების მიმართ, რომლებიც მომხსენებელთან თანამშრომლობდნენ. მათი მზადყოფნა, მიეწოდებინათ ჩვენებები და დოკუმენტაცია, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ამ ანგარიშის მთლიანობისა და სიღრმისთვის. მათი წვლილი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო როლს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ისეთი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომელშიც მათ შეუძლიათ, თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება.მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი: „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა“. ანგარიში ასახავს ძალადობისა და სხვა სახის დარღვევებს მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების მიმართ, რასაც მომხსენებელი აღწერს, როგორც „დამნაშავეთა თითქმის სრულ დაუსჯელობას“. ასევე, იგი ადგენს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულების მიმართ მოპყრობამ „სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია“ და რომ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე გამოძიება არაეფექტური იყო.განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასკვნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სისტემატურად შეზღუდა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. ანგარიშის თანახმად, ე.წ. „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ მიმართული კანონები, მედიაზე, შეკრებებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე მოქმედ ცვლილებებთან ერთად, ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და დამანგრეველ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.მომხსენებელი ასევე აფრთხილებს, რომ: „ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“. ეს მოვლენები ძირს უთხრის ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ასევე კანონის უზენაესობას, რომლის ვალდებულებაც საქართველომ აიღო, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ.მომხსენებელი აღნიშნავს, რომ მან ეს მოვლენები შეაფასა საქართველოს უფრო ფართო უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოიცავს რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გაუმკლავდეს დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.დღეს, განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ შემდეგი ნაბიჯები: პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ.მეორე, საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონებსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია. ამით ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირ-თან და ვენეციის კომისიასთან და სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაციები.მესამე, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან, გაიწვიოს თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პირი.მეოთხე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიების უზრუნველყოფით და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დიდი ხნის რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი.

„ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი მძიმე შეცდომისთვის ბოდიშს არ მოიხდის“ – ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი

ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "ბოდიშს" არ მოიხდის, მძიმე შეცდომისთვის - ამის შესახებ, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.მან, ტრამპის მიმართ გაკეთებულ კომენტარებში, რომელსაც თან ახლდა "ჰეშთეგი" "TrumpMustPay", უარყო მოსაზრება, რომ აშშ ომს სწრაფად მოიგებდა."ტრამპი ამბობს, რომ სწრაფ გამარჯვებას ეძებს. ომის დაწყება მარტივია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე "ტვიტით" შეუძლებელია," - განაცხადა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ

კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან, ნიკუშორ დანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.რუმინეთმა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება დრონებისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების ერთობლივ წარმოებას მოიცავს და მისი განხორციელება რუმინეთის ტერიტორიაზე იგეგმება.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას უნიკალური გამოცდილება აქვს ირანული „შაჰედების“ დრონებთან ბრძოლაში.„ჩვენი გამოცდილება „შაჰედის“ დრონებთან ბრძოლაში უნიკალურია. არავის აქვს ასეთი გამოცდილება. დღეს ვესაუბრე ჩვენს ჯგუფს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს. ის იქ იმყოფება ჩვენს სამხედროებთან ერთად.

აშშ-ის დემოკრატი სენატორები თავდაცვის მდივანს ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გამო განმარტებებს სთხოვენ

აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის – ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა.„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან“ საუბრისას.როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.კახაბერ გულედანმა საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა.რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.მეწყრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ბოლო სიახლეები