ორშაბათი, მარტი 23, 2026

დავით მათიკაშვილი – ნაძვის ხის ანთების გადადებით თავიდან ავირიდეთ პროვოკაცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გუშინ რუსთაველზე გეგმავდა

ნაძვის ხის ანთების გადადებით გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეუგნებლად თუ შეგნებით ცდილობს, ამ ვანდალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„როგორი ირონიული წიაღსვლაა. საზოგადოებისთვის რა კარგად დასამახსოვრებელი ფაქტებია. ჩვენ კარგად გვახსოვს 2012 წლის 26 მაისს რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ, როგორ დახოცეს ადამიანები, რომ მეორე დღეს აღლუმი ჩაეტარებინათ. ფაქტობრივად, სისხლში გაიარა მაშინდელი ხელისუფლების მცდელობამ, ხალხის პროტესტი ჩაეხშო.

საპირისპიროდ, ვხედავთ მოცემულობას, როდესაც სწორედ ადამიანზე, მის უფლებებზე, სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც 2012 წლიდან აქვს „ქართულ ოცნებას“, კვლავ ცხადად დასანახი გახდა საზოგადოებისთვის, რადგან პროვოკაციას, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა რუსთაველზე გუშინ და ცდილობდა, საზოგადოებისთვის კონფლიქტური და პროვოკაციული სიტუაციით მძიმე შედეგები დაეყენებინა, ეს თავიდან იქნა არიდებული იმით, რომ გადაიდო ნაძვის ხის ანთება. ამით გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეუგნებლად თუ შეგნებით ცდილობს ამ ვანდალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. ტყუილი მიზნების ძიებაში იკარგება ის მოცემულობა, რასაც ჰქვია ახალი წელი და შობა. მაგრამ ეს ასე არ მოხდება, საზოგადოება ძალიან მალე იხილავს ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს და ის საზეიმო განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადების შესახებ განცხადება ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გააკეთა. „ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს

აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს.ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაიმართა ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის სრული და საბოლოო მოგვარებისკენ. ამ ღრმა, დეტალურ და კონსტრუქციული დიალოგის ტონისა და შინაარსის საფუძველზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მე დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ ხუთი დღის ვადით გადადოს ნებისმიერი სამხედრო იერიში ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებაზე“, – აღნიშნავს ტრამპი.

არარატ მირზოიანი – სომხეთსა და თურქეთს შორის დიალოგი იმ ეტაპზეა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მიიჩნევს, რომ სომხეთ-თურქეთის დიალოგმა მიაღწია საკმარის სიმწიფეს, რაც საჭიროა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრის სრულად გახსნისთვის.როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივი კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.„თურქეთ-სომხეთის დიალოგმა მიაღწია იმ სტადიას, რომ მიმდინარე პროცესების პარალელურად შესაძლებელია საბოლოო შედეგის მიღწევაც. კერძოდ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და საზღვრის სრული გახსნა. აქ არ არსებობს არანაირი უთანხმოება და ჩვენ ამის შესახებ ვაცნობებთ ჩვენს თურქ პარტნიორებს“, – განაცხადა მირზოიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – როცა საუბარია საქართველოზე, ამ ქვეყნის შეფასებაზე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის ერი უდიდესი ტრადიციით, რომელიც დამყარებულია ქრისტიანობაზე, აწმყოსა და მომავალზე

პირველ რიგში, ქართველი ერის მხრიდან ვიხილეთ დიდი სიყვარულის გამოხატვა. ამ დღეებმა აჩვენა, რომ ქართველი არის ქრისტიანი, ქართველი ერი კი არის ერი და არა უბრალოდ სოციუმის ნაკრები. ეს არის ის, რაც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ყველამ დაინახა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ქადაგიშვილის თქმით, როცა საუბარია საქართველოზე, ამ ქვეყნის შეფასებასა და ურთიერთობაზე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის ერი თავისი უდიდესი ტრადიციით, რომელიც დამყარებულია ქრისტიანობაზე, აწმყოსა და მომავალზე.„რეალური, ჭეშმარიტი პროგრესი სწორედ ქრისტიანობაშია. პოლიტიკურ ბრძოლას, სხვადასხვა აზრს და კონკურენციას არაფერი გააუქმებს, მაგრამ ამ დღეებმა გვანახა ის ძირითადი ჩარჩო, სადაც უნდა მიმდინარეობდეს საქართველოს აწმყოსა და მომავალზე ფიქრი. ანუ, ჩანდა, რა უნდა ქართველ ერს. ვიღაცას ჰგონია, რომ საქართველოს ევროპა უნდა და თან ყველაფრის ფასად – საქართველოს ევროპა უნდა იმის ფასად, რა ფასეულობაზეც ევროპა შეიქმნა. საქართველოს ცივილიზაცია უნდა სწორედ იმ ფასად, რა ცივილიზაციური აზრიც იესო ქრისტემ კაცობრიობაში შემოიტანა. ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს და დაინახოს. ქართველმა ხალხმა, პირველ რიგში, თქვა, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ამ ქართველობით გვინდა აწმყოც და ჩვენი მომავალიც. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჰუმანიზმი წარმოიშვა არაქრისტიანობის ნიადაგზე, ძალიან ცდება. ეს ფასეულობები როგორც ქართველშია კოდიფიცირებული, ასეა ევროპელი ხალხებისთვისაც. ეს ფასეულობა საბოლოო ჯამში თავის სიტყვას იტყვის. ასეთი გამორჩეული, ბუმბერაზი ადამიანი როცა მიდის, ყოველთვის რჩება გარკვეული სიცარიელე და კითხვა, მის გარეშე როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ქრისტიანობა კერპთაყვანისმცემლობა არ არის, პატრიარქი ყოველთვის ამას ამბობდა. ამბობდა, რომ რასაც აკეთებდა, უფლის ძალით აკეთებდა. ამიტომ, სასოწარკვეთა ცუდი რამეა. ჩვენ მისი მემკვიდრეობა კარგად უნდა დავინახოთ და ერმა პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ ცხოვრება. დიდია პასუხისმგებლობა ეკლესიის და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეს ყველაფერი განიცადა და გულთან მიიტანა. უფლის ეკლესიაა და სამყაროც უფლისაა. იმედით უნდა ვუყუროთ ხვალინდელ დღეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ირანში, რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს

კრემლი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში, რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმამ, შესაძლოა, „გამოუსწორებელი“ შედეგები გამოიწვიოს.კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რეგიონში „კატასტროფულად დაძაბული“ ვითარების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.მისივე თქმით, ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ დარტყმას უკიდურესად საშიში და, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება.პესკოვის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს „შესაბამისი სიგნალი გადასცა“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48-საათიან ვადას აძლევს.„ირანი „ჰორმუზის სრუტეს“ 48 საათის განმავლობაში თუ არ გახსნის, აშშ დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

სომხეთმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.„მინდა, გაცნობოთ, რომ სომხეთმა უკვე გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ეს, პირველ რიგში, სამედიცინო მარაგი იყო და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.პარლამენტის წევრმა როდესაც ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა სომხეთის ხელისუფლებამ, ამის შესახებ არ გაეცხადებინა, მირზოიანმა უპასუხა, რომ ისინი უბრალოდ ვერ ხედავდნენ საჭიროებას.

ბოლო სიახლეები