დავით მათიკაშვილის განცხადებით, გავრილოვის შემოშვება-არშემოშვების საკითხზე ხატია დეკანოიძემ მის პარტნიორ გიორგი გახარიას უნდა ჰკითხოს

Read Time:32 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვაზე, რატომ შემოუშვეს გავრილოვი საქართველოში, პასუხი გაეცა მის პარტნიორს, გიორგი გახარიას, რომელიც მაშინ სწორედ ამ საკითხებს წყვეტდა.

„ეს ალბათ, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნებოდა და ამომწურავ ინფორმაციას მას ალბათ გიორგი გახარია მიაწვდის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მანამდე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა ქვეყანაში შემოსვლაზე რუს ოპოზიციონერ დიმიტრი გუდკოვს, ანალოგიური გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემთხვევაშიც.

2007 წელს დიმიტრი გუდკოვი, რომელიც მაშინ რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა კულუმბეგოვი: 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ვაქცინირებული 385 , აუცრელი – 10 532 პირი
Next post გია აბაშიძე: ურეიტინგო ოპოზიცია – „ლელო“, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია და სხვა ნაყარ-ნუყარნი, ვის დაეკარგნენ კიევში?