ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

დავით ზილფიმიანი: როცა აღარ იარსებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” როგორც საარჩევნო სუბიექტი, მივიღებთ კოალიციურ მთავრობას არჩევნების გზით

როცა აღარ იარსებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” როგორც საარჩევნო სუბიექტი, მივიღებთ კოალიციურ მთავრობას არჩევნების გზით, – ეს განცხადება დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„ქართული პოლიტიკის რეალობაში ისეა აზელილი ტყუილ-მართალი, ამაში მისი უდიდებულესობა – ქართველი ხალხის გარდა ვერავინ ერკვევა და მადლობა ღმერთს ეს ასეა.

გვახსოვს ამასწინათ მთავრობას და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება, პირველივე დღეს, როცა ეს მოხდა ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა გამოხატა სიმპატია და პრეზიდენტის დაცვის სურვილი.

ამის ფონზე, ყოფილმა პრეზიდენტმა ხელიდან არ გაუშვა ეს შანსი და განაცხადა ეს ივანიშვილის სცენარიაო. კარგით არ იყო სარწმუნო პრეზიდენტის ქმედება ამ ნაწილში და ზუსტად იგივე საკითხზე, ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი წარმომადგენელი, სინდისზე აგდებს პრეზიდენტს და ეუბნება, გამოვუშვათ ციხიდან ყოფილი პრეზიდენტი.

იქნება ერთმანეთში შეთანხმდეთ, რა პირით მიდის თხოვნა პრეზიდენტის შეწყალებაზე პრეზიდენტთან, რომელიც ამბობს, რომ კონფლიქტი არის თურმე დადგმული სცენარი. ამაში გაერკვია ხალხი და სჩანს, როგორც მიდის ეს ამბავი.

მთავარ ოპოზიციურ ძალას დეკლარირებული აქვს ის ნაწილი რომ მათი ამოსავალი წერტილი არის „ქართული ოცნების“ შეცვლა. მინდა ვიკითხო, „ქართული ოცნების“ შეცვლაა მთავარი, თუ ერთხელ უკვე ხელმძღვანელობაში ყოფნით განცდილი სიამოვნების დაბრუნება?

თუ დემოკრატიული და მრავალპარტიული ხელისუფლება გვინდა, ამის გზა არც რევოლუციაა და არც მოლოტოვის კოქტეილი. გამოაცხადეთ პარტიის თვითლიკვიდაცია და როდესაც აღარ იარსებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საარჩევნო სუბიექტი, დარწმუნებული იყავით კოალიციურ მმართველობას მივიღებთ არჩევნების საშუალებით.”-განაცხადა ზილფიმიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა..” – ნახეთ რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული

დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის ჰოსპიტალში 14 თვის ბავშვი დაიღუპა, რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ მას 10 პენიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, მამას ეგონა, რომ ბავშვს ეძინა, თუმცა ის 30 წუთის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი იყო მონეტა ბავშვის ორგანიზმში გაჭედილი. გამოძიებამ გაარკვია, რომ ბავშვს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახველებდა. მშობლები მას სტეროიდებით და ინჰალატორით მკურნალობდნენ. გამოძიების ცნობით, ბავშვის გარდაცვალება დაუდევრობას არ გამოუწვევია და ეს დადასტურებულია. ამასთან, გამოძიება ჯერჯერობით ზუსტად ვერ ამბობს, მონეტის გადაყლაპვამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება თუ არა.

PHOTO: „მელანიას ვულოცავ ქორწინების 20 წლის იუბილეს“ – რა ფოტოს აქვეყნებს დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქორწინების 20 წლის იუბილეს მეუღლეს საჯარო პოსტით ულოცავს. „მელანიას ვულოცავ 20 წლის იუბილეს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

სლოვენიაში, ქვანახშირის საბადოში სამი მაღაროელი დაიღუპა

სლოვენიაში, ქვანახშირის საბადოში სამი მაღაროელი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ველენიეში მაღაროს დატბორვის შედეგად მოხდა. საბადოს დირექტორის თქმით, დაღუპულთა ოჯახის წევრები ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ქალაქ ველენიეს მერის ინფორმაციით, 24 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ველენიეში ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2003 წელს მოხდა, როდესაც ორი მაღაროელი დაიღუპა.

შალვა პაპუაშვილი – აბსურდია, როცა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან,...

აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები. „აქამდე, სამწუხაროდ, იყო მცდელობები ფარისევლური მზრუნველობის გამოჩენის, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ერთია, როდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ ესტონეთის ხელისუფლების დონემდე როდესაც დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს, ეს ის ეტაპია, ზუსტად იმ ფსევდო ლიბერალურ ღირებულებებთან, სადაც მივიდა, საბოლო ჯამში, სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო. რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ასეთ აბსურდზე რომ მივიდნენ, მაშინ უკვე საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ასეთი სახით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობის. აქედან გამომდინარე ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საქართველომ მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, ასე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს. გუშინაც ვისმენდით ევროპარლამენტში, გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, ეროვნული ინტერესები. ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს, მგონი, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები