პარასკევი, მაისი 9, 2025

დავით ზალკალიანი: საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ტრანსფორმაციული ძალის როლს შეასრულებს

დავით ზალკალიანი: საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი

დავით ზალკლიანი

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპედს აქვეყნებს.

მინისტრი წერს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის განხორციელებული მასშტაბური სამხედრო აგრესიის შედეგად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაც შეირყა.

„2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის უტიფარი მცდელობა იყო. მან ბიძგი მისცა მთელ რიგ მოვლენებს რეგიონში, რომლებმაც სერიოზული ზემოქმედება იქონია უსაფრთხოებაზე და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ხანგრძლივი დაღი დააჩნია“, – აღნიშნავს ზალკალიანი.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს.

„ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევასა და საქართველოს ორი რეგიონის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ძალიან შორსაა მშვიდობის ნებისმიერი გაგებისგან“, – ნათქვამია სტატიაში.

მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ამახვილებს და წერს, რომ რუსეთი პანდემიას იყენებს, როგორც დამატებით შესაძლებლობას. „ერთის მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერებით, ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებით, ეთნიკური ქართველებისთვის სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმით, ხოლო მეორეს მხრივ, დეზინფორმაციული კამპანიის გაჩაღებითა და, კერძოდ, ლუგარის კვლევით დაწესებულებაზე სიცრუის ტირაჟირებით, რუსეთი საქართველოში თავისი გავლენების გაძლიერებას ცდილობს“ – ნათქვამია სტატიაში.

ზალკალიანი წერს, რომ რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების მიუხედავად, საქართველო არასდროს იტყვის უარს ერთხელ არჩეულ გზაზე, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებასთან, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს. ამასთან, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ კიდევ უფრო გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების მიმართულებით. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენის გაძლიერებასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათთვის ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების სიკეთეების გაზიარებას ითვალისწინებს.

ზალკალიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტენსიური სამშვიდობო პოლიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული და ეს მხოლოდ რუსულ-ქართული ურთიერთობების დინამიკით ვერ აიხსნება. ევროპის სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირება საშიშ პრეცედენტებს ქმნის და მთავარი დარტყმის ქვეშ სწორედ ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს.

„მოსკოვის მიერ უმოქმედობა აღიქმება როგორც გარკვეული სანქცია. ამიტომ, მტკიცე და მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება“ – წერს მინისტრი.

მისი თქმით, რუსულ-ქართული კონფლიქტი, უკრაინის კრიზისთან ერთად, მთელი სიმწვავით უნდა განიხილებოდეს, რადგან ორივე კონფლიქტი ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის კერების შექმნისგზით ევროპული უსაფრთხოების აღმოფხვრაა

„უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. ეს გზას გაუხსნის უფრო მდგრად მშვიდობას მთელს რეგიონში. მჯერა, რომ საქართველოში სამშვიდობო პროცესის წარმატებამ შესაძლოა ტრანსფორმაციული ძალის როლი შეასრულოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცისა და შავი ზღვის რეგიონისთვის“ – წერს ზალკალიანი.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები