დავით ზალკალიანი ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებს ესაუბრა

Read Time:43 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეფონით ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებს ესაუბრა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან სატელეფონო საუბრისას განხილული იყო ორმხირივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ყველა სფეროში. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს და მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე აღნიშნეს კოვიდ19-თან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

დავით ზალკალიანმა მოლდოვას ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს აურელიო ჩოკოის საპასუხისმგებლო პოსტზე წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებს და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთობლივ მოლოდინს. ასევე განხილული იყო რეგიონალური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს.

თუქრ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს შავ ზღვასა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება თურქი პარტნიორების მეირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის, ავესე კოვიდ19-თან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.​

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 80 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი.
Next post ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა