პარასკევი, მაისი 9, 2025

დავით გადელია: მედპერსონალის საკმაო ნაწილი ავადაა და ბოდიში თუ მომსახურება დაგიგვიანეთ… შემწყნარებლები ვიყოთ ოჯახის ექიმების მიმართაც

მედპერსონალის საკმაო ნაწილი ავადაა და ბოდიში თუ მომსახურება დაგიგვიანეთ… შემწყნარებლები ვიყოთ ოჯახის ექიმების მიმართაც, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მეგობრებო, მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავ და არანაირ შეღავათს არ ვითხოვ; მით უფრო-არ მსურს წარღვნის სურათი დავხატო – ბევრად უარესი გაგვივლია და ამასაც გადავიტანთ. ფაქტი ისაა, რომ კლინიკებში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ძალიანაა მოდებული ვირუსი და სამედიცინო პერსონალის საკმაო ნაწილი ავადაა. გვაკლია ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციული თანამშრომლები. უკვე მეორე წრეზე გავიდნენ ყველა – ზედმიწევნით ფრთხილი ექიმებიც. ძალიან მაღალი რისკის სამსახურია!

საბედნიეროდ, ძალიან მძიმედ არავინ გვყავს, მაგრამ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია- საერთოდ პერსონალის, განსაკუთრებით კი ექთნების დიდი გასაჭირია ქვეყანაში. ამიტომ, ბოდიშს გიხდით, თუ სერვისი ყოველთვის იმ მაღალი სტანდარტით ვერ მოგაწოდეთ, როგორიც ჩვენი კლინიკის გამოსარჩევი ნიშანია. მკურნალობას არაფერი დააკლდება, მაგრამ შეიძლება იყოს ცოტათი დაგვიანებები, საჭირო გახდეს დაცდა.

ეს ჩვენთან… რაც შეეხება კლინიკის გარეთ; მე არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არა მაქვს. პირიქით- უფრო ბუნებრივია კლინიკებს შორის ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი. ამიტომ, ორივე მხარე საკუთარ ინტერესებს ვიცავთ და ხშირად არ ვართ ერთმანეთის ქმედებით კმაყოფილი. ანუ, არავითარი ინტერესი მათი დაცვის არ მაქვს. მაგრამ ხომ ვხედავთ ყველანი ერთად, რა მდგომარეობაა ჩვენთან?!! პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ სამსახურში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: საიდან უნდა გაჩნდეს ასე ერთბაშად ქვეყანაში იმდენი ოჯახის ექიმი, რომ ავადობის ამ საშინელ რიცხვს ეყოს!!?

წარმოგიდგენიათ, ავადმყოფთა რა რიცხვი მოდის ამ ბოლო დღეებში, ერთ ოჯახის ექიმზე?! ვიყოთ შემწყნარებლები, მომთმენები. ეგებ სხვა ექიმებიც დავეხმაროთ, კეთილი ნებით, გავხდეთ ვოლონტიორები. ჩვენი კლინიკის ექიმები ასე იქცევიან და თითოეული 10-12 ამბულატორიულ ავადმყოფს მართავს სახლში.

დამიჯერეთ, ახალსენშეყრილებს ტელეფონზე ხშირად გპასუხობთ თავადაც ავადმყოფი ექიმი და ცდილობს თქვენზე არ გადმოიტანოს თავისი მინორული განწყობა…” – წერს დავით გადელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

ბოლო სიახლეები