ორშაბათი, ივნისი 2, 2025

დავით ბერძენიშვილი-„ივანიშვილს საქართველოს ვალი აქვს“ რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკის ხელახლა გაცოცხლება შეუძლია

იმდენად რთული ვითარებაა და ისეთი უმძიმესი პროცესი მიდის მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, რომ ჩემთვის არ არის პრიორიტეტული ხელისუფლების საკითხი. მე არ ვუყურებ პროცესებს ოქტომბრის გადმოსახედიდან. ის იქნება პროცესის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ არჩევნებისთვის რა და როგორ იქნება, ეს არ არის ჩემი აზროვნების მთავარი ორიენტირი – აცხადებს დავით ბერძენიშვილი ახალ თაობასთან ინტერვიუში, მისივე თქმით:

ივანიშვილს საქართველოს ვალი აქვს და მან დაამუხრუჭა საქართველოს განვითარება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულების მხრივაც. ის მონოპოლისტია ეკონომიკაში და ამიტომ ეს ვალი აქვს.

რაც შეეხება ეკონომიკას, ყველა საშუალოდ განვითარებული ქვეყანა ახერხებს, რომ საკუთარი მოსახლეობა დაიცვას. ზოგი 100%-ით აძლევს შემოსავალს, ზოგი 70%-ით. სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო, ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციები 100%-ით უზრუნველყოფენ.

ჩვენ ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერის იმედად ვართ, ამიტომ მას ქართული ფინანსები ვერ ამოქაჩავს. ჩვენთვის მთავარია სიცოცხლის გადარჩენა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ბიძინა ივანიშვილს სწორედ აქ მოეთხოვება იმ ვალის დაბრუნება, რომ მილიონები ხალხის მასობრივად გადარჩენას მოახმაროს.

_ ანუ ახლა მან ვალის ნაწილი დააბრუნა?

_ კი, ასეა.

რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკის ხელახლა გაცოცხლება შეუძლია მნიშვნელოვან დასავლურ ინვესტიციებს, რაც, როგორც ჩანს, იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 103 წლისაა

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 103 წლისაა- ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო იმერეთი'' ავრცელებს ,,ის გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორია. უხუცესი ქალბატონი 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი; აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში- ვკითხულობთ ,,ინფო იმერეთის''- ვებ-გვერდზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს

ანკარა ინიციატივით გამოდის, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და მიესალმა პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას.„დღეს, როგორც იცით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის თავმჯდომარეობით შეიკრიბნენ. და ეს მართლაც ბრწყინვალე შეხვედრა იყო. შედეგად, არსებობს შეთანხმებები წინა შეხვედრაზე მიღწეულის მსგავსად, ათასზე მეტი პატიმრის გაცვლის შესახებ. პატიმრების გაცვლის გარდა, ასევე არსებობს შეთანხმებები გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეფერხება მეტროს პირველ ხაზზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ამ წუთებში, თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა.როგორც ადგილიდან თვითმხილველმა აცნობა, მეტროს პირველ ხაზზე, სადგურ რუსთაველიდან ავლაბრამდე მატარებელი გვირაბში რამდენჯერმე, რამდენიმე წუთით გაჩერდა.როგორც ტექნიკურმა სამსახურმა მგზავრებს განუცხადა, შეფერხება დაფიქსირდა ვარკეთილში, რის გამოც, მომდევნო მატარებლებს ნელი სვლით გადაადგილება მოუწიათ.

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა, რათა სახელმწიფო შეღავათებით ესარგებლა

ავსტრიის ქალაქ გრაცში მცხოვრები წყვილი 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა, მაგრამ ეს ამის მიზეზი ჭირვეულობა ან ცვალებადი ხასიათი კი არა, ფინანსური ინტერესი გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.ისინი პირველად 1982 წელს დაქორწინდნენ და ექვსი წლის შემდეგ განქორწინდნენ.ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, განქორწინებიდან 2,5 წლის შემდეგ ქალს შეუძლია ე.წ. ქვრივის პენსია ანუ ერთჯერადი დახმარება მიიღოს.გამჭრიახმა ცოლ-ქმარმა ამ შესაძლებლობით სარგებლობა გადაწყვიტა. ისინი 12-ჯერ დაქორწინდნენ და განქორწინდნენ.მეუღლეების მაქინაციები მხოლოდ 2022 წელს გამოვლინდა. ბოლო განქორწინება, რომელიც დარეგისტრირება მაისში სცადეს, ხელისუფლებამ არ აღიარა.გამოძიებამ დაადგინა, რომ წყვილმა თაღლითობის გზით 326 ათასი ევრო მიიღო.

ვლადიმირ მედინსკი: სტამბოლში მოლაპარაკებებზე რამდენიმე პრაქტიკული საკითხი გადაწყდა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე რამდენიმე პრაქტიკული საკითხი გადაწყდა.რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სტამბოლში დასრულდა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.„გარდა ამისა , ჩვენ რამდენიმე პრაქტიკული საკითხი გადავწყვიტეთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ბოლო სიახლეები