შაბათი, თებერვალი 21, 2026

დავით ბაქრაძე – ყველას სანქცირება და შავ სიაში შეყვანა უნდა მოხდეს, ვისაც ტატუნაშვილის მკვლელობასთან კავშირი აქვს

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს დღეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიუსამძიმრა. ბაქრაძე სოფელ წილკანში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მომხდარი უმძიმესი ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ქმედება დაუსჯელი არ დარჩეს.

„უმძიმესი ტრაგედიაა და ამასთან ერთად, წარმოუდგენელი თავხედობაა საოკუპაციო რეჟიმის, რომ ათი დღე გავიდა და ოჯახისთვის ცხედარი ჯერ არ გადაუციათ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. არა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან და არა მხოლოდ შიგნით უნდა ვიმუშაოთ, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თავხედობა დაუსჯელი არ დარჩეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით „ევროპულ საქართველოს“ აქვს გეგმა, რომელიც სანქციების მიღებას და იმ ადამიანების შავ სიაში შეყვანას ითვალისწინებს, რომლებსაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი აქვს.

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ მოხდეს სანქცირება და შავ სიაში შეყვანა ყველა იმ ადამიანის, ვისაც კავშირი აქვს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან. თითოეულმა ასეთმა ნაძირალამ უნდა იცოდეს, რომ მიწა დაეწვება ფეხქვეშ და ყველგან, სადაც მივწვდებით არ დავზოგავთ იმ ადამიანებს, ვინც ასე დაუნდობლად ექცევა, ხოცავს, აწამებს და იტაცებს ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ამიტომ სანქციებიც უნდა იქნეს მიღებული და რეზოლუციაც.

„სანქციებიც უნდა მივიღოთ, რეზოლუციაც უნდა მივიღოთ და თუ ვართ თავმოყვარე სახელმწიფო, ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მკვლელები არ დარჩნენ დაუსჯელნი და მომავალში ვერც ერთმა ნაძირალამ ვეღარ გაბედოს ჩვენი ქართველი მოსახლეობის მოტაცება, წამება და მკვლელობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოკუპირებული ცხინვალიდან გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ. ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება კვლავ არ ეძლევათ საქართველოს  ორ მოქალაქეს  ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.

გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართა და არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხში შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობა სთხოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გააზიარეთ გთხოვთ, 37 წლის ნატაშკა ლომსაძე სიმსივნეს მეორედ ებრძვის-მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,გააზიარეთ გთხოვთ ნატაშკას თხოვნით . ნატაშკა ლომსაძე 37 წლის, სიმსივნეს მეორედ ებრძვის. დაამარცხა საშვილოსნოს სარკომა მე-4-ე სტადია და ამჯერად ფილტვის კიბოს ებრძვის. 24 თებერვალს თურქეთში, კლინიკა აჯიბადემში ქიმიოთერაპიის გადასხმის გეგმიური დღე აქვს, სადაც წასვლას ვერ ახერხებს. საკმარისი თანხა არ გააჩნია. ესაჭიროება საზოგადოების დახმარება რომ მკურნალობა არ გაუჩერდეს.პირადი ნომერი57001042427საქართველოს ბანკი #GE95BG0000000498962153თბს ბანკი#GE40TB7434945161600003 მიმღები: ნ.ლ- ამის შესახებ გივიკო დიდია წერს.

ვიქტორ ყიფიანი – ადამიანურად მესმის და არ ვამტყუნებ გიორგი ბაჩიაშვილს, რადგან წნეხის ქვეშ მოექცა – არ მგონია, რომ მან პოლიტიკურ ველზე შედგას ფეხი და...

გვესმოდა გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებები, რომ ის მყარად დადგებოდა, არ დაიჩოქებდა, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმტკიცის ზღვარი, რომლის იქით ის ვერ გავა, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საპროცესო შეთანხმებით საპატიმროს დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.როგორც ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, არ ფიქრობს, რომ ბაჩიაშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. მისი თქმით, ბაჩიაშვილს კარგად იცნობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკურ კომენტარებს არ გააკეთებს.„ადამიანურად მესმის და არ ვამტყუნებ გიორგი ბაჩიაშვილს, რადგან წნეხის ქვეშ მოექცა. გვესმოდა გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებები, რომ ის მყარად დადგებოდა, არ დაიჩოქებდა, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმტკიცის ზღვარი, რომლის იქით ის ვერ გავა. რეალურად, ჩვენ ბოლომდე არ ვართ ინფორმირებულები თუ რა უძღოდა წინ ამ შეთანხმების გაფორმებას, ვიცით ძალადობის ფაქტი, რომელიც მის მიმართ განხორციელდა, სხვა რა ფაქტებს ჰქონდა ადგილი ან იყო თუ არა ისეთი გარემოება, რამაც მიიყვანა გადაწყვეტილებამდე.არის მოლოდინი, რომ შეფასებას ან კომენტარს გააკეთებს, არ მგონია, რომ გიორგიმ ... გიორგის საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან იმ ცნობილ საქმეზე გვერდი-გვერდ ვმუშაობდით. არ მგონია, რომ მან პოლიტიკურ ველზე შედგას ფეხი და ამ მხრივ დაიწყოს შეფასებების გაკეთება. არ უნდა განვსაჯოთ, მითუმეტეს, დამახინჯებული მართლმსაჯულების ფონზე რთულია პროცესუალურ მხარეზე ვისაუბროთ - რა იყო ამ შეთანხმების წინაპირობა. გიორგის „ქეისმა“ ადამიანებს იმედის ახალი ნაპერწკალი გაუჩინა. ბურჭულაძის განცხადება მოვისმინე, ის ცდილობს ახალ მეინსტრიმში ჩაჯდეს“,- განაცხადა ყიფიანმა.როგორც ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, ქვეყანაში არსებული პროცესების გათვალისწინებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს „პატრონი არ ჰყავს“.„ჩვენ, რასაც ვისმენთ და რასაც ვუყურებთ, ფაქტობრივად ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობას, რომ საქართველოს პატრონი არ ჰყავს. არც გუშინდელი, არც გუშინწინდელი და არც დღევანდელი ხელისუფლების სახით. პრობლემის გენეზისი არის ერთი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა სახელმწიფოში, არამედ გეოგრაფიის ფარგლებში, სადაც საეჭვო ინტერესები კურირებს მთელ გადაკვეთაზე და რეალური პატრიოტული, ეროვნული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკის ინსტიტუტების სახით დღეს ამ ქვეყანას არ გააჩნია“,- განაცხადა ყიფიანმა.ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა ძლიერდება.მისი თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც გარკვეული პოლიტიკური ძალები ერთობას არ უერთდებიან, სავარაუდოდ დოკუმენტის შინაარსია.„უპერსპექტივობა და უიმედობა ეს არის საკვანძო სიტყვა, რომელიც ქართველ ამომრჩეველს და საზოგადოებას ეუფლება ოპოზიციის შემხედვარე. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთავარი მიზეზი თუ რატომ არ შეუერთდებიან ერთობას არის დოკუმენტის შინაარსი. შეიძლება ეს მიზეზი მართლაც ობიექტურიც არის, რაც ისე არის გადმოცემული, როგორც ამას „ლელო“ ან სხვა პოლიტიკური სუბიექტი ისურვებდა“,- განაცხადა ყიფიანმა.ამასთან, მან განმარტა, რომ თავად და მისი გუნდი დოკუმენტის შინაარსს არ იცნობენ, რადგან პარტიულ სუბიექტს არ წარმოადგენენ და პროცესში მონაწილეობას არ იღებენ. მისი თქმით, მათთვის არ ყოფილა შეთავაზება ჩართულობის შესახებ და შესაბამისად „ღია კარის მტვრევით“ დაკავებას არ აპირებდნენ.„ჩვენთვის უცნობია დოკუმენტის შინაარსი, რადგან არ წარმოვადგენთ პარტიულ სუბიექტს, შესაბამისად პროცესში არ ვმონაწილეობთ. არ იყო შემოთავაზება და შესაბამისად ღია კარის მტვრევით არ ვიქნებოდით დაკავებულები“,- განაცხადა ყიფიანმა.ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ალტერნატივის მთავარი მისია საზოგადოებაში იმედისა და პერსპექტივის განცდის დაბრუნება უნდა იყოს.ყიფიანის შეფასებით, პოლიტიკურმა პროცესმა უნდა შეძლოს საზოგადოების მოტივირება და ჩართულობის გაზრდა.„ალტერნატივის ძალა იმედის დაბრუნებაში და პერსპექტივის გრძნობის აღდგენაში უნდა გამოიხატებოდეს. მოქალაქეებს გაუჩინოს ახალი პათოსი, ინტერესი, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესში“,- განაცხადა ყიფიანმა.

დონალდ ტრამპი ირანს ურჩევს, შეთანხმება გააფორმოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ურჩევს, შეთანხმება გააფორმოს.მისი თქმით, საპროტესტო არეულობების დროს 32 000-მდე ადამიანი დაიღუპა და ირანის ხელისუფლება გეგმავდა, სიკვდილით დაესაჯა 800-ზე მეტი მოქალაქე. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან გააფრთხილა თეირანი, რომ ერთი ადამიანი თუ მაინც დაისჯება სიკვდილით, ვაშინგტონი ირანს მყისიერად დაარტყამს.ტრამპის თქმით, ამ გაფრთხილების შემდეგ ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენი არავის მიმართ აღუსრულებიათ.დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თანაუგრძნობს ირანის მოსახლეობას, რომელიც, მისი თქმით, „ჯოჯოხეთში ცხოვრობს“.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, ერთობლივად შემუშავებული მრავალმხრივი სასწავლო პროგრამების დახმარებით, მხარეებმა კოორდინირებულად განახორციელონ საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების/სტუდენტების საგადასახადო-საბაჟო საკითხების მიმართულებით, ცნობიერების ამაღლება. ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეთათვის (ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით) შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით არსებულ მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გამართავენ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრებს, რაც გაზრდის მათ ინფორმირებულობას, როგორც საგადასახადო-საბაჟო პროცედურების, პრინციპების შესახებ, ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებაში ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის დონის ამაღლებას.შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის  მოადგილე ლევან წითელაშვილი და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

ოთარ ფარცხალაძე – საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს – შეთხზული დანაშაულებისთვის მდევნიან, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს - ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ - ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში განაცხადა.„შეთხზული დანაშაულებისთვის მდევნიან, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, ცდილობენ ისტორიული სამშობლო წამართვან. საერთაშორისო კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი ყველაზე უკეთ ადასტურებს ჩემი არჩეული გზის სიმართლეს. მზად ვარ ჩემი სიცოცხლე გავიღო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.დროა, წარსულში დავტოვოთ წარსულის წყენები, რომლებიც ჩვენი ერის მტრების მიერაა შექმნილი და წინ ვიაროთ. ქართველმა ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მის ინტერესებში, ხოლო ვინ ინტრიგებს ხლართავს, რითაც უცხოელ პატრონებს ემსახურება, ანგრევს ჩვენს იდენტობას, წეს-ჩვეულებებსა და ერთიანობას. ასე შევძლებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებას“, - განაცხადა ფარცხალაძემ.მან ასევე ქართველ და რუს ერებს შორის „ძმური ურთიერთობების“ გაძლიერებაზეც ისაუბრა.„გრძელი და სახიფათო გზა გავიარე ჩემი სამშობლოს - საქართველოს - სამსახურში. და დღეს ზუსტად იმ წერტილში აღმოვჩნდი, საიდანაც ვიცი, რომ ახალი ფურცელი დაიწყება ძმურ ერებს შორის ურთიერთობაში…მართლმადიდებლური რწმენა გვაერთიანებს…ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, რომელიც პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისთვის ერთობლივ წინააღმდეგობაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ფარცხალაძემ.ცნობისთვის, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. ამასთან, ფარცხალაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე წარედგინა ბრალი.ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

ბოლო სიახლეები